მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო ლისაბონში, Web Summit 2026-ზე მასშტაბური პავილიონითა და 6 სტარტაპით წარდგა
საქართველო ლისაბონში, Web Summit 2026-ზე მასშტაბური პავილიონითა და 6 სტარტაპით წარდგა

საქართველო ლისაბონში, Web Summit 2026-ზე მასშტაბური პავილიონითა და 6 სტარტაპით წარდგა

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 17:57|bm.ge

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კონფერენცია - Web Summit 2026 გაიხსნა, სადაც საქართველო მასშტაბური ეროვნული პავილიონითა და 6 ინოვაციური სტარტაპით არის წარმოდგენილი.

"Web Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალურ მასშტაბზე", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

Web Summit-ში საქართველოს მონაწილეობა ინიციატივის - StartUP in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ინვესტიციების სააგენტოს ერთობლივი პროექტია.

"აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საქართველოს, როგორც სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი ადგილის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე.

ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყანაში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით", - აღნიშნულია გავრცელებულ პრესრელიზში.

GITA-ს მხარდაჭერით, წლევანდელ სამიტზე საკუთარ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს 6 ქართული სტარტაპი წარადგენს: Quissly, AdMagica.ai, Filmcore, Zapio, Agrolog, Briano.

ორმა მათგანმა - Filmcore-მა და AdMagica-მ - Web Summit-ის ოფიციალურ სტარტაპ-კონკურსში, PITCH-ში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. PITCH-ის ფარგლებში სპეციალურად შერჩეული ადრეული ეტაპის სტარტაპები საკუთარ ბიზნესიდეებს ფართო აუდიტორიას და ვენჩურული ინვესტორებისა თუ გლობალური ტექნოლოგიური გიგანტებისგან დაკომპლექტებულ მკაცრ ჟიურის გააცნობენ.

Web Summit 2026-ის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე დაესწრნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • "Emotions are Georgia" - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებსრუსთავი 2
  • მასშტაბური კიბერშეტევა ევროპის სუპერმარკეტებზე - ჰაკერებმა მაცივრების ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაზარდესტვ პირველი
  • ჰაკერებმა Binance-დან $6.3 მლრდ მოიპარეს, რაც მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე მასშტაბური ძარცვაა – Reutersნეტგაზეთი
  • სტუდენტების მასშტაბურ აქციას საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

დევნილთათვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების პროგრამის ბიუჯეტი ₾100 მლნ-მდე გაიზარდა

დევნილთათვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების პროგრამის ბიუჯეტი ₾100 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა - 6 თვის შედეგები

თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა - 6 თვის შედეგები

BM.GE

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ₾290 მილიონით იზრდება - მიზეზები

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ₾290 მილიონით იზრდება - მიზეზები

BM.GE