
დღეს, Expo Georgia-ში დასაქმების ფესტივალი გაიმართება | 30 დამსაქმებელი, აქტიური ვაკანსიები და სპიკერები მთავარ სცენაზე
HR hub–ის ორგანიზებით, 20 ოქტომბერს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში, HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს გააერთიანებს და დასაქმებისა და კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი დამსაქმებელი და აქტიური ვაკანსიები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ მოთხოვნებსა და სამუშაო პირობებს, მიიღონ ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და უშუალოდ დამსაქმებლებს დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, კანდიდატებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და კომპანიებისთვის შესაბამისი თანამშრომლების მოძიების ხელშეწყობა.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი „წარმატების სცენა“ იქნება, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზასა და წარმატების ისტორიებს გაუზიარებენ დამსწრეებს. სპიკერებს შორის არიან საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების, ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის მართვის სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ ინფორმაცია როგორც კონკრეტული ვაკანსიების, ისე დამსაქმებლების შესახებ, გაეცნონ პროფესიულ გამოცდილებას და გააფართოონ კარიერული შესაძლებლობები.
ღონისძიების შესახებ
• თარიღი: 20 ოქტომბერი, 2026 წელი • დრო: 17:00–19:00 საათი • ადგილი: „ექსპო ჯორჯია“, მესამე პავილიონი, თბილისი, წერეთლის გამზირი №118 • დასწრება: თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის • ორგანიზატორი: HR hub
დამატებითი ინფორმაცია და სიახლეების მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://hrhub.ge/jobstbilisi/
მედიასთან თანამშრომლობა
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ ღონისძიების ორგანიზატორებს, დამსაქმებლებისა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე სფეროს პროფესიონალებს. ფესტივალი იძლევა შესაძლებლობას, მომზადდეს სიუჟეტები დასაქმების, შრომის ბაზრის მოთხოვნების, კარიერული განვითარების, პროფესიული უნარებისა და დამსაქმებლებისა და კანდიდატების ურთიერთობის შესახებ.
BM.GE
წყარო: bm.ge