მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 22:08|bm.ge

დიდმა ბრიტანეთმა, დღეს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო. სანქციების ამ პაკეტში მოხვდა რუსეთის ნავთობის სექტორი, ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და რუსული თავდაცვის სექტორისთვის კრიტიკული მნიშვნელობის პროდუქტები. ჯამში სანქცირებულია 38 კომპანია.

გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხოთ, რომლებიც:

• რუსულ ნავთობს მოიპოვებენ ან გადაზიდავენ და ამით რუსეთის ომის მანქანას აფინანსებენ; • ხელს უწყობენ იმ პროდუქციის წარმოებასა თუ ვაჭრობას, რაც რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების პოტენციალს აძლიერებს; • ფინანსური სექტორისთვის გვერდის ავლით რუსეთის ბიუჯეტს ავსებენ;

ნავთობკომპანიები

• ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ ორი რუსული ნავთობკომპანია შეიყვანა: Zarubezhneft-ი და INK Capital-ი. დიდი ბრიტანეთი G7-ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სანქციები რუსეთის უმსხვილეს ოთხ ნავთობკომპანიას დააკისრა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრიტანული სანქციები რუსეთის ნავთობმოპოვების მთლიანი სიმძლავრის უკვე 90%-ზე მეტს ფარავს.

ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები

• სანქციები დაუწესდა კიდევ 12 ტანკერს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ ოპერირებენ. ამით სანქცირებული გემების საერთო რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა.

ბანკები და კრიპტოდაფინანსება

• სანქციების ქვეშ მოჰყვა კრიპტოვალუტის სამი ბირჟა და ორი საგადახდო პლატფორმა (მათ შორის სამი ყირგიზეთთან დაკავშირებული სუბიექტი და ერთი ფიზიკური პირი). • რუსეთის სამხედრო წარმოების საქონლის მომწოდებლები • ეს პაკეტი მოიცავს 17 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ჩართულნი არიან იმ საქონლის მიწოდებაში, რასაც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთის სამხედრო წარმოების გაგრძელებისთვის კრიტიკულად მიიჩნევენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 249 სტატია.

  • რუსეთმა კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბა - 12 ადამიანი დაიღუპაფორმულა
  • “საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”ნეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

რუსული Sberbank და VTB კრიპტობაზარზე შედიან

რუსული Sberbank და VTB კრიპტობაზარზე შედიან

BM.GE

Mistral AI-მ ფლაგმანური მოდელი - Mistral Large 4 წარადგინა

Mistral AI-მ ფლაგმანური მოდელი - Mistral Large 4 წარადგინა

BM.GE

როგორ უნდა იმუშაოს Yellow Box-მა ეფექტიანად? - ეკა ლალიაშვილის პოზიცია

როგორ უნდა იმუშაოს Yellow Box-მა ეფექტიანად? - ეკა ლალიაშვილის პოზიცია

BM.GE

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა - ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა - ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია

BM.GE