
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა
დიდმა ბრიტანეთმა ნიკოლოზ მჟავანაძეს, მამუკა ფიფიას და პაატა აბულაძეს და გიორგი ირემაძეს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს პირები სანქცირდებიან კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
დღეს, პირველ ოქტომბერს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის მიზანიც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა.
სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები გულისხმობს აქტივების გაყინვას და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის შეზღუდვას.
„დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge