მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ივანიშვილის რეზიდენციასთან ერთკაციან აქციას აანონსებენ
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ივანიშვილის რეზიდენციასთან ერთკაციან აქციას აანონსებენ

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ივანიშვილის რეზიდენციასთან ერთკაციან აქციას აანონსებენ

BM.GE18 მაისი, 2026, 18:46|bm.ge

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მათი მხარდამჭერები პროტესტს განაგრძობენ და აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - იმ მედიკამენტებზე დროული წვდომა, რომლებიც, მათი თქმით, ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა შეიძლება იყოს.

მშობლების განცხადებით, ხელისუფლების ყოველი დაგვიანებული გადაწყვეტილება შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, რადგან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შემთხვევაში დრო გადამწყვეტ როლს ასრულებს და თითოეული დაკარგული დღე, ბავშვების ჯანმრთელობისთვის დამატებით რისკს ქმნის: "უმოქმედობის ყოველი დღე უდრის დაკარგულ სიცოცხლეს".

მათი სამოქმედო გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. პროტესტის მონაწილეები ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.

პარალელურად, ყოველ კვირას იმართება სიმბოლური „დიუშენის მარში“, რომელიც პროცესის უწყვეტ ხასიათს უსვამს ხაზს. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაგეგმილ ინდივიდუალურ პროტესტზე. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯგუფური შეკრებები წერილობითი მითითებით შეზღუდა, მშობლებმა პროტესტის ახალი ფორმა შეიმუშავეს - ისინი, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ერთკაციან აქციას ჩაატარებენ, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე.

მშობლების თქმით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, რათა მათი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიდეს და ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მკურნალობა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • "სერბეთში ივანიშვილის ტყუპისცალი დამარცხდა... ესაა მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის" - მიხეილ სააკაშვილიტვ პირველი
  • დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეაფორმულა
  • ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, "ჩელიაბინსკის სინდრომი" მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია რუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →აქცია →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE