მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპი EU-ს "სერიოზული ტარიფებითა" და ვაჭრობის შეწყვეტით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის შეთავაზებული ასოცირებული წევრობაა
დონალდ ტრამპი EU-ს "სერიოზული ტარიფებითა" და ვაჭრობის შეწყვეტით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის შეთავაზებული ასოცირებული წევრობაა

დონალდ ტრამპი EU-ს "სერიოზული ტარიფებითა" და ვაჭრობის შეწყვეტით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის შეთავაზებული ასოცირებული წევრობაა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 17:35|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს "სერიოზული ტარიფებითა" და ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა მას შემდეგ, რაც ბლოკმა კანადას, ისტორიაში პირველად, ასოცირებული წევრობა შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ იდეას "სასაცილო" უწოდა.

ტრამპის შეფასებით, ეს ნაბიჯი შესაძლოა, "მტრული ქმედება" იყოს და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლია "ძალიან სერიოზული ტარიფები დააწესოს ან ევროპასთან ვაჭრობა შეწყვიტოს".

"თუ ეს კეთილი განზრახვაა, არა უშავს. თუ ეს ბოროტი განზრახვაა, ევროპას ძალიან მძიმე ტარიფებს დავუწესებთ", - განაცხადა ტრამპმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას ევროკავშირის პირველი "ასოცირებული წევრობა" ოთხშაბათს შესთავაზა - ერთი დღით ადრე, სანამ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდოდა.

კანადასა და ევროკავშირს შორის უკვე მოქმედებს სავაჭრო შეთანხმება და არაერთი ორმხრივი დოკუმენტი, თუმცა მათი დაახლოების პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, ორივე ძველ მოკავშირეს ტარიფები გაუზარდა, პარალელურად კი კანადის აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევაზე დაიწყო საუბარი და ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკა.

27-წევრიან ევროკავშირს ასოცირებული წევრობის კატეგორია აქამდე არასდროს ჰქონია, თუმცა მას მჭიდრო კავშირები აქვს ნორვეგიასთან, ისლანდიასა და შვეიცარიასთან, რაც ამ ქვეყნებთან ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რას ნიშნავს ასოცირებული წევრობა პრაქტიკაში, მათ შორის კანადის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის კუთხით.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დადგა დრო, სავაჭრო თანამშრომლობიდან უფრო ფართო - "მომავლის ალიანსზე" მოხდეს გადასვლა და "კანადასთან ურთიერთობები უმაღლეს შესაძლო დონეზე ამაღლდეს".

მან თანამშრომლობის სხვა სფეროებად ენერგეტიკა, კრიტიკული მინერალები, ელემენტები, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება დაასახელა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანი თბილისი მიმართულებით მატარებლის რეისების რაოდენობას აორმაგებს - იცვლება ტარიფებიც

აზერბაიჯანი თბილისი მიმართულებით მატარებლის რეისების რაოდენობას აორმაგებს - იცვლება ტარიფებიც

BM.GE

„ეს არის დამატებითი ფუფუნება“ - იმოქმედებს თუ არა ღამის სრიალი გუდაურში ტურისტულ აქტივობაზე

„ეს არის დამატებითი ფუფუნება“ - იმოქმედებს თუ არა ღამის სრიალი გუდაურში ტურისტულ აქტივობაზე

BM.GE

კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის ქონა - ნუცა აბრამიშვილი

კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის ქონა - ნუცა აბრამიშვილი

BM.GE

როგორ შეიქმნა და გამდიდრდა Alipay - ჩინური ფინტექ-გიგანტის წარმატების ისტორია

როგორ შეიქმნა და გამდიდრდა Alipay - ჩინური ფინტექ-გიგანტის წარმატების ისტორია

BM.GE