მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპი გერმანიაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებას განიხილავს
დონალდ ტრამპი გერმანიაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებას განიხილავს

დონალდ ტრამპი გერმანიაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებას განიხილავს

BM.GE2 მაისი, 2026, 02:00|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გერმანიაში განლაგებული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საყურადღებო ფაქტია ის, რომ Politico-ს ცნობით, აღნიშნული პოსტი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებისთვის მოულოდნელი სიახლე იყო. როგორც ირკვევა, უწყებას ძალების შემცირებასთან დაკავშირებით არავითარი დირექტივა არ მიუღია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, რომელიც ევროპაში NATO-ს ძალების შემცირებას წლებია ითხოვს.

ტრამპის პოსტს დროში დაემთხვა ის ფაქტიც, რომ გერმანიის კანცლერმა ირანში შტატების სამხედრო მოქმედებები გააკრიტიკა და თქვა, რომ არსებულ პირობებში "თეირანი ვაშინგტონს ამცირებს". ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ მერცის სიტყვები შეიძლება ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების მიზეზი. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მერცის კრიტიკას მალევე უპასუხა და გერმანელ კოლეგას მოუწოდა, რომ მეტი ყურადღება ენერგეტიკული და საიმიგრაციო პრობლემების მოგვარებას დაუთმოს.

ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ამერიკული ძალების გაყვანა რუსეთის შეკავების მექანიზმს დაასუსტებს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა ალიანსის შიგნით დაძაბულობა ირანთან მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა.

ცნობისთვის, გერმანიაში ამჟამად 35 000-დან 40 000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ქვეყანაში განთავსებულია აშშ-ის ევროპული და აფრიკული სარდლობების ცენტრები, ასევე უმსხვილესი სამხედრო ჰოსპიტალი. ანალიტიკოსების მიიჩნევენ, კონტინგენტის სხვა ქვეყნებში გადასროლა ან სამშობლოში დაბრუნება შტატებს რამდენიმე მილიარდი დაუჯდება. ამასთან, საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ კონგრესის მიერ მიღებული კანონი პენტაგონს ევროპაში სამხედროების რაოდენობის 76 000-მდე შემცირებას რისკების შეფასების გარეშე უკრძალავს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისში დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 12 000 სამხედროს გაყვანის ბრძანება გასცა. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული და პოლიტიკური წინააღმდეგობების გამო მაშინ არ შესრულდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE