მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპი NATO-ს ივლისის სამიტს დაესწრება
დონალდ ტრამპი NATO-ს ივლისის სამიტს დაესწრება

დონალდ ტრამპი NATO-ს ივლისის სამიტს დაესწრება

BM.GE5 ივნისი, 2026, 02:43|bm.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მომავალ შეხვედრას პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება.

როგორც რუბიო აცხადებს, თურქეთში ივლისის დასაწყისში დაგეგმილ ღონისძიებაზე ამერიკის ლიდერის ჩასვლით ალიანსის წევრ ქვეყნებში გაჩენილი ეჭვები გაიფანტება. როგორც ცნობილია, აქამდე ამერიკის ლიდერის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ მისივე კრიტიკული განცხადებების გამო იდგა.

ტრამპი პარტნიორებს ირანის კონფლიქტში არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა და NATO-დან გამოსვლითაც იმუქრებოდა. თუმცა, კონგრესში გამართულ მოსმენაზე რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კვლავაც დარჩება.

რუბიოს განცხადებით, ტრამპის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი კრიზისულ პერიოდში პარტნიორების მიერ სამხედრო ბაზების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვებია. როგორც ცნობილია, NATO-ს რამდენიმე წევრმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მხარი არ დაუჭირა. მათ ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცეს და ჰორმუზის სრუტის გახსნის ოპერაციაში სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობაზე უარი თქვეს. ევროპელი ლიდერები აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ ჩართვას ერიდებიან, ეს კი თეთრი სახლის ლიდერის უკმაყოფილებას იწვევს.

რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ივლისში თურქეთში დაგეგმილ ღონისძიებაზე ბევრი დაგროვილი საკითხის მოგვარება იქნება შესაძლებელი. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეკრება ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ. შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7 და 8 ივლისს შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, სააგენტო Reuters-ის მიერ აპრილის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსი ყოველწლიური სამიტების ჩატარების პრაქტიკის შეწყვეტას განიხილავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE