მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამეცნიერო ფონდის მმართველთა საბჭო სრულად დაითხოვა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამეცნიერო ფონდის მმართველთა საბჭო სრულად დაითხოვა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამეცნიერო ფონდის მმართველთა საბჭო სრულად დაითხოვა

BM.GE27 აპრილი, 2026, 18:55|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო ფონდის ზედამხედველი ორგანოს ეროვნული სამეცნიერო საბჭოს ყველა წევრი თანამდებობიდან დაითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საბჭოს 24-ვე წევრს შესაბამისი შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. სამეცნიერო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯი 76-წლიანი ისტორიის მქონე სააგენტოს დამოუკიდებლობისთვის უმძიმეს დარტყმად უკვე შეფასდა.

როგორც ირკვევა, ტრამპის გადაწყვეტილების მიღმა საბჭოსთან მისი დაპირისპირება იდგა. დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი საბჭოს მიერ პრეზიდენტის ფისკალური პოლიტიკის გაკრიტიკება დასახელდა. ამასთან, გასულ წელს საბჭოს წევრებმა ფონდის ბიუჯეტის 55%-ით შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, რაც ბიუროკრატიის შემცირების დაპირებით მოსული ტრამპის გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა თეთრი სახლის გადაწყვეტილებაც, რომელმაც სამეცნიერო საბჭოსთვის მოსაზრების კითხვის გარეშე დაამტკიცა $900-მილიონიანი ყინულმჭრელის მშენებლობის პროექტი.

კონგრესის წევრმა, ზოი ლოფგრენმა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ამერიკული ინოვაციებისთვის საზიანო ქმედებად შეაფასა. მისი თქმით, ადმინისტრაცია საბჭოს საკუთარი მომხრეებით შევსებას ცდილობს. ლოფგრენი არ გამორიცხავს, რომ მიზანი ორგანოს უფუნქციოდ დატოვებაც იყოს.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო საბჭო $9-მილიარდიანი ($9 მლრდ.) ბიუჯეტის მქონე უწყებაა. ის პრეზიდენტსა და კონგრესს სამეცნიერო პოლიტიკის საკითხებზე რეკომენდაციებს აძლევს. საბჭოს წევრები, რომლებსაც გავლენიანი აკადემიკოსები და ინდუსტრიის ლიდერები შეადგენდნენ, ექვსწლიანი ვადით ინიშნებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE