მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა დრონების იმპორტზე ტარიფები დააწესა
დონალდ ტრამპმა დრონების იმპორტზე ტარიფები დააწესა

დონალდ ტრამპმა დრონების იმპორტზე ტარიფები დააწესა

BM.GE14 აგვისტო, 2026, 14:34|bm.ge

13 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე ტარიფებს აწესებს.

განცხადების თანახმად, 25 კგ-ზე მეტი წონის დრონებს და თერმული გამოსახულების კამერებით აღჭურვილ მოდელებს 100%-იანი ტარიფი დაეკისრებათ. მცირე ზომის დრონებსა და სხვა კომპონენტებზე კი 25%-იანი ტარიფი გავრცელდება.

ამავდროულად, 15%-იანი ტარიფი დაწესდება ევროკავშირიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, შვეიცარიიდან, ლიხტენშტაინიდან და ტაივანიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე.

გაერთიანებული სამეფოსთვის 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს იმ პირობით, რომ აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების თითქმის მთელი მოცულობა ზემოხსენებულ ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში იქნება წარმოებული.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უცხოელი მწარმოებლების მიერ უპილოტო საჰაერო სისტემების იმპორტის წილი არსებითია და შეერთებული შტატები ზედმეტად არის დამოკიდებული უცხოურ წყაროებზე.

ტარიფები ძალაში შევა ხელმოწერიდან 21 დღის შემდეგ. თუმცა, დრონების იმ კომპონენტებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე პროდუქციის კატეგორიაში არ შედის, ტარიფები ხელმოწერიდან 180 დღის შემდეგ ამოქმედდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 187 სტატია.

  • სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმებისადმი ერთგულების დემონსტრირებაიმედი
  • ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრაფორმულა
  • "მთელი სრუტე გაწმენდილი გვაქვს ნაღმებისგან" - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს 100%-ით აკონტროლებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

დააკავეს 2 პირი, რომლებიც მიკროსაფინანსოში ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ - ზარალი 59 870 ლარია

დააკავეს 2 პირი, რომლებიც მიკროსაფინანსოში ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ - ზარალი 59 870 ლარია

BM.GE

"7 თვეში 404 760 TEU კონტეინერი დამუშავდა" - "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ტვირთების ზრდაზე

"7 თვეში 404 760 TEU კონტეინერი დამუშავდა" - "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ტვირთების ზრდაზე

BM.GE

II კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი ₾24 მილიონამდე გაიზარდა | comcom

II კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი ₾24 მილიონამდე გაიზარდა | comcom

BM.GE

აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა - ბიუჯეტი 6,6 მლნ ლარია

აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა - ბიუჯეტი 6,6 მლნ ლარია

BM.GE