მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრა
ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრა

ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრა

ფორმულა|formulanews.ge

ნატოს ბოლო სამიტის დასრულებიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ ცნობილი გახდა უსაფრთხოების მასშტაბური საიდუმლო ოპერაციის დეტალები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის დედაქალაქი ანკარა ფარულად, ალტერნატიული სამხედრო თვითმფრინავით დატოვა. საგანგებო ზომების მიზეზი ირანის მხრიდან მოსალოდნელი შესაძლო თავდასხმა გახდა.

8 ივლისს, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, სატელევიზიო კამერებმა გადაიღეს, როგორ ავიდა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ ბორტზე (Air Force One). თუმცა, როგორც მოგვიანებით ამერიკულმა მედიასაშუალებებმა — Washington Post-მა, CNN-მა და CBS News-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს, პრეზიდენტი ბორტზე დიდხანს არ დარჩენილა.

გაფრენის წინ ტრამპი ფარულად, საკვები პროდუქტების ასატანად განკუთვნილი ამწე-ფურგონით გადაიყვანეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავ C-32A-ში, რომლითაც, როგორც წესი, ვიცე-პრეზიდენტი სარგებლობს.

ოპერაცია იმ დონეზე იყო გასაიდუმლოებული, რომ Air Force One-ის ბორტზე მყოფმა ჟურნალისტებმა და თეთრი სახლის თანამშრომელთა ნაწილმაც კი არ იცოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. ამერიკული დელეგაციის თვითმფრინავები გზად დიდ ბრიტანეთში დაეშვნენ, სადაც ტრამპი ისევ პრეზიდენტის ძირითად ბორტზე დაბრუნდა.

თვითმფრინავის შეცვლის ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. 11 აგვისტოს მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების რჩევას დაემორჩილა, რომლებმაც უსაფრთხოების რისკების გამო სხვა ბორტით გამგზავრება მოითხოვეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის დედაქალაქი ირანზე დარტყმების განახლებიდან მეორე დღეს დატოვა. პარალელურად, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ეჭვქვეშ დააყენა ისრაელის სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც ტრამპზე ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მზადებას ეხებოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლებაიმედი
  • ტრამპის ადმინისტრაციამ 175 000-ზე მეტი ვიზა გააუქმაBM.GE
  • "მთელი სრუტე გაწმენდილი გვაქვს ნაღმებისგან" - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს 100%-ით აკონტროლებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ტრამპის →საფრთხის →ირანის →

მსგავსი სტატიები

41 სახელმწიფო ბალისტიკური რაკეტების გამოცდისას 24-საათიან გაფრთხილებას მოითხოვს

41 სახელმწიფო ბალისტიკური რაკეტების გამოცდისას 24-საათიან გაფრთხილებას მოითხოვს

ფორმულა

პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგო

პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგო

ფორმულა

ევროკავშირის ანგარიში, 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მკვეთრად გაუარესდა

ევროკავშირის ანგარიში, 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მკვეთრად გაუარესდა

ფორმულა

ყაველაშვილი: სიბრძნე და სიფხიზლე — ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი

ყაველაშვილი: სიბრძნე და სიფხიზლე — ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი

ფორმულა