მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმების ერთგულების დემონსტრირება
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმების ერთგულების დემონსტრირება

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო დეპარტამენტი უარს ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის ინსტრუქციებზე, რომლებიც დიპლომატიურ პერსონალს უცხოელ ოფიციალურ პირებსა და მთავრობებთან ურთიერთობისას მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის (DEIA) პროგრესული დღის წესრიგის გატარებას ავალდებულებდა, - წერს ტელეკომპანია Fox News-ი.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმების ერთგულების დემონსტრირება“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტომი პიგოტმა Fox News Digital-ს.

Fox News Digital-ის მიერ მოპოვებული ბაიდენის პერიოდის ოფიციალური დოკუმენტები მოწმობს, რომ წინა ადმინისტრაცია თანამშრომლებს უცხოელ კოლეგებთან მაღალი დონის დისკუსიებსა და ორმხრივ დიალოგებში ამ იდეოლოგიის გატარებისკენ მოუწოდებდა.

გარდა ამისა, წინა პრეზიდენტის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტი კადრების დაწინაურებისა და სამსახურებრივი შეფასებისას ითვალისწინებდა, თუ რამდენად ეფექტიანად ახორციელებდა პერსონალი DEI პოლიტიკას.

Fox News Digital-მა დაადასტურა, რომ ტრამპის სახელმწიფო დეპარტამენტში თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისას აღნიშნული კრიტერიუმები უქმდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრაფორმულა
  • ტრამპის ადმინისტრაციამ 175 000-ზე მეტი ვიზა გააუქმაBM.GE
  • "მთელი სრუტე გაწმენდილი გვაქვს ნაღმებისგან" - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს 100%-ით აკონტროლებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ტრამპის →პირობებში →

მსგავსი სტატიები

რომთან ახლოს საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა

რომთან ახლოს საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

იმედი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

იმედი

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

იმედი