მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებს „თაღლითობა“ უწოდა
დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებს „თაღლითობა“ უწოდა

დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებს „თაღლითობა“ უწოდა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 02:44|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები მკაცრად გააკრიტიკა და ახალი რეგულაციების დაწესების მოწოდებებს „თაღლითობა“ უწოდა.

თეთრი სახლის ლიდერმა ტექნოლოგიური სექტორის შეზღუდვის მცდელობები „გლობალური დათბობის აფიორას“ შეადარა. ტრამპის განცხადებით, ინდუსტრიის ერთადერთ დამცავ ზღუდედ მხოლოდ „ძლიერი და ჭკვიანი“ პრეზიდენტი მიიჩნევა.

ამერიკის ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ ტექნოლოგიური განვითარების შეფერხების შემთხვევაში მხოლოდ ჩინეთი ისარგებლებს. პრეზიდენტის მტკიცებით, გლობალურ დონეზე საბოლოოდ ის გაიმარჯვებს, ვინც ხელოვნური ინტელექტის რბოლაში პირველობას მოიპოვებს. ამერიკას კი არ აქვს უფლება, პეკინს გამარჯვების უფლება მისცეს.

ცნობისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადებები წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელთა მკაცრ გაფრთხილებებს მოჰყვა. როგორც ცნობილია, Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შენელება და პროცესის მკაცრი მონიტორინგი მოითხოვა. ამოდეის ინიციატივას მეტოქე კომპანიების OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელებმა, სემ ოლტმენმა და ილონ მასკმაც დაუჭირეს მხარი. ამასთან, კომპანია Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა მუსტაფა სულეიმანმა CNBC-სთან საუბარში დაადასტურა, რომ კორპორაციამ ახალი მოდელების შეზღუდვის სახელმძღვანელო პრინციპები უკვე შეიმუშავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 127 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

BM.GE