მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ უწოდა, ზელენსკიმ კი კითხვის პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა
ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ უწოდა, ზელენსკიმ კი კითხვის პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა

ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ უწოდა, ზელენსკიმ კი კითხვის პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა

ფორმულა|formulanews.ge

ზელენსკიმ ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებას ჟესტით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმირ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე, მხრები აიჩეჩა და პასუხის გარეშე დატოვა სცენა.

ამის ამსახველ ვიდეომასალას სააგენტო Reuters ავრცელებს. შემთხვევა 19 ნოემბერს, ბერლინში, ევროპელი ლიდერების შეხვედრის ფარგლებში მოხდა. ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, როგორ შეაფასა ტრამპის განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი მეგობარია. უკრაინის ლიდერს კომენტარი არ გაუკეთებია და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად სცენა დატოვა.

ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული სამიტის დროს უწოდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. აღნიშნულმა განცხადებამ უკრაინის ევროპელ მოკავშირეებში უკმაყოფილება გამოიწვია.

ბერლინში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და იტალიის ლიდერები, ასევე ნატოს წარმომადგენლები და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება და იმ საკითხის ხაზგასმა იყო, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე არ უნდა წარიმართოს.

ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ვაშინგტონის, მოსკოვისა და პეკინის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა უკრაინის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თავად უკრაინის მონაწილეობის გარეშე იქნეს მიღებული.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • რაზე ისაუბრეს სამმხრივ შეხვედრაზე ტრამპმა, სი ძინპინმა და პუტინმა?BM.GE
  • ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან კონფლიქტი უსასრულო ომად გადაიქცესრუსთავი 2
  • ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →პასუხი →

მსგავსი სტატიები

აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა

აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა

ფორმულა

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა მოხდა — ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი სასწრაფოდ დატოვეს

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა მოხდა — ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი სასწრაფოდ დატოვეს

ფორმულა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

ფორმულა

ტრამპი: ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმება რთული იქნება, თუმცა მუშაობას გავაგრძელებთ

ტრამპი: ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმება რთული იქნება, თუმცა მუშაობას გავაგრძელებთ

ფორმულა