მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დროებით გვიწევს პროგრამული ბადის შემცირება" - „თრიალეთი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
"დროებით გვიწევს პროგრამული ბადის შემცირება" - „თრიალეთი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

"დროებით გვიწევს პროგრამული ბადის შემცირება" - „თრიალეთი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

BM.GE18 ივლისი, 2026, 21:22|bm.ge

ტელეკომპანია „თრიალეთი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. როგორც ტელე-რადიო კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ერთწლიანი ფინანსური ზეწოლის შედეგად შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.

"ხელისუფლების მხრიდან ერთწლიანი ფინანსური ზეწოლისა და შედეგად შექმნილი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გამო, ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" იძულებულია, დროებით გადავიდეს საგანგებო, შემცირებულ სამუშაო რეჟიმზე.ეს გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ ერთი მიზნით - შევინარჩუნოთ "თრიალეთი", არ შევწყვიტოთ მაუწყებლობა და უახლოეს მომავალში სრულფასოვანი მუშაობის აღდგენა შევძლოთ."თრიალეთი" მაუწყებლობას არ წყვეტს. ვაგრძელებთ მუშაობას იმ მინიმალური რესურსით, რომელიც ამ ეტაპზე გაგვაჩნია. თუმცა, არსებული ვითარების გამო, დროებით გვიწევს პროგრამული ბადის შემცირება, რათა თავიდან ავიცილოთ მაუწყებლობის სრულად შეწყვეტა.გვჯერა, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვლება და, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, სრულფასოვან მაუწყებლობას დაუყოვნებლივ აღვადგენთ.გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს, პარტნიორსა და მხარდამჭერს, რომლებიც ამ მძიმე პერიოდში ჩვენს გვერდით დგანან და "თრიალეთის" არსებობას მხარს უჭერენ.ეს არ არის ჩვენი არჩევანი - ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" გადასარჩენად მივიღეთ",- აღნიშნულია მედიის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდაიმედი
  • ნეპალის პოლიციამ 4 დღის განმავლობაში ნანგრევებში მყოფი ბავშვის გადარჩენა მოახერხა - მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენრუსთავი 2
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე

სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე

BM.GE

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

BM.GE

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

BM.GE

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

BM.GE