მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დუსელდორფში 12 სახეობის ქართულ ღვინოს გაეცნენ - როგორია გერმანიაში ღვინის ექსპორტი?
დუსელდორფში 12 სახეობის ქართულ ღვინოს გაეცნენ - როგორია გერმანიაში ღვინის ექსპორტი?

დუსელდორფში 12 სახეობის ქართულ ღვინოს გაეცნენ - როგორია გერმანიაში ღვინის ექსპორტი?

BM.GE24 აგვისტო, 2026, 16:34|bm.ge

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის წარდგენას ცნობილი გერმანელი ინფლუენსერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა ორი ქართველი მეღვინის, ანა მირიანაშვილის (მეღვინეობა ჩელთი) და შოთა ნატროშვილის (თელიანი ველი) თანამონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ 12 სახეობის ქართულ ღვინოს.

ღონისძიება უწყების ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით ჩატარდა.

სააგენტოს ცნობით, გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations“ 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 4.5 მლნ დოლარის ღირებულების 935 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც ღირებულებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.6%-ით, ხოლო მოცულობით 29%-ით მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

BM.GE