მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE26 ივლისი, 2026, 23:52|bm.ge

მომავალი კვირა ამერიკული კორპორაციული სექტორისთვის გამორჩეულად დატვირთული და საინტერესო იქნება, რადგან უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თავიანთი კვარტალური შედეგები უნდა წარმოადგინონ. ბაზრის განწყობას ძირითადად Hyperscaler-ები განსაზღვრავენ, მათ შორის: Microsoft, Amazon და Meta, რომელთაც Cloud-მიმართულებით შემოსავლების გასაჯაროებასთან ერთად, ასევე მიმდინარე წლის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზების განახლებაც მოუწევთ. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? – მთელი AI-ინდუსტრიის განვითარება ამჟამად სწორედ ზემოხსენებული კომპანიების ინვესტიციებზეა დამოკიდებული და თუ რომელიმე მათგანი Capex-ს შეამცირებს, ეს ნახევარგამტარების, ჩიპების და მეხსიერების ბარათების მწარმოებელი კომპანიების აქციების ჩამოშლას გამოიწვევს.

გარდა Cloud-გიგანტების ტრიადისა, შედეგების გასაჯაროება მოუწევს Apple-ს, რომელიც პროდუქციის მკვეთრად გაძვირებას და წელს არაერთი ახალი პროდუქტის წარმოდგენას აპირებს.

ასევე, ფინანსურ შედეგებს გაგვაცნობენ შემდეგი მსხვილი კომპანიები: Visa, Mastercard, Coca-Cola, Boeing, Lam, Arm, P&G, ExxonMobil, Shell, Chevron და HSBC.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირია ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ბაზარი ტექნიკური კორექციის ფაზაშია და AI-ნარატივის გასაგრძელებლად აუცილებელი ინფორმაცია სწორედ მომდევნო დღეებში გავრცელდება.

გარდა კვარტალური შედეგებისა, მომავალ კვირას გავეცნობით აშშ-ის ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობისა და ინფლაციის განახლებულ სტატისტიკას.

ასევე, მშპ-ის ზრდის და ინფლაციის მიმართულებით ახალ მონაცემებს გაგვაცნობს ევროკავშირი; ხოლო დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკაშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიც, რომელიც დღეს მსოფლიოში წარმოდგენილი ყველაზე კრიტიკული რისკ-ფაქტორია.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მაისი) • ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები (2025 წელი) • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივნისი) • ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2026 წლის I-II კვარტალი) • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2026 წლის II კვარტალი) • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივნისი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE