მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 03:27|bm.ge

მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი NVIDIA იქნება, რომელმაც ინვესტორებს კვარტალური შედეგები უნდა გააცნოს. ეს პირველი შემთხვევა იქნება კომპანიის ისტორიაში, როცა CEO-ს ფუნქციას ჯენსენ ჰუანგი არ შეასრულებს, რადგან მან კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალურად დატოვა.

ფინანსურ შედეგებთან ერთად, ინვესტორები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კომპანიის მმართველობის მომავალთან დაკავშირებით, რადგან NVIDIA-ს ახალი, მუდმივი CEO-ს ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

ამასთან, მომავალი კვირა გამორჩეულად დატვირთული იქნება სხვა უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროების მიმართულებით. კერძოდ, თავიანთ შედეგებს გაგვაცნობენ: Walmart, Alibaba, Palo Alto, Target, Home Depot, Walt Disney Company, PDD Holdings, Trip.com, Baidu და Intuit.

გარდა ამისა, ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან FED-ის ხელმძღვანელის, კევინ უორშის სიტყვით გამოსვლას, რომელიც საჯარო მიმართვისას მონეტარულ პოლიტიკაზე და ინფლაციურ ვითარებაზე ისაუბრებს.

ცხადია, დაძაბულობის მთავარი კერა ისევ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი იქნება, სადაც ირანის ომის საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

• სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2026 წლის III კვარტალი) • ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2026 წლის III კვარტალი) • საგარეო ვაჭრობა (2026 წლის ოქტომბერი) • ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის ოქტომბერი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE