მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეკონომიკური ზრდა [სახალხო არ არის]" - რა ხდება ეკონომიკაში "ბედნიერი რიცხვების" მიღმა?|ანალიზი
"ეკონომიკური ზრდა [სახალხო არ არის]" - რა ხდება ეკონომიკაში "ბედნიერი რიცხვების" მიღმა?|ანალიზი

"ეკონომიკური ზრდა [სახალხო არ არის]" - რა ხდება ეკონომიკაში "ბედნიერი რიცხვების" მიღმა?|ანალიზი

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 14:20|bm.ge

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის დიდ ნაწილზე არ ისახება.

"ეკონომიკური ზრდა [სახალხო არ არის]" - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის და ზრდის ფაქტორების ანალიზისას განაცხადა.

ვასილ რევიშვილის თქმით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობა და მაღალი მაჩვენებლები ძირითადად ისეთ სექტორებზე მოდის, სადაც გენერირებული შემოსავალი მოსახლეობის ფართო ფენებში არ ნაწილდება და ხშირად ვიწრო ჯგუფების ინტერესებში რჩება.

გამოცდილი ფინანსისტი, რომელიც ამჟამად ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა, X'ACT-ის დამფუძნებელია, იზიარებს საინვესტიციო ბანკ "თიბისი კაპიტალის" ანალიტიკოსების შეფასებას, რომლის თანახმად, სასაქონლო პროდუქტების წარმოებასა და ექსპორტში არსებული ბუმი რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე შედარებით ზომიერად აისახება. საინვესტიციო ბანკი წერს, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიზნესის გამოშვება 11.5%-ით გაიზარდა - ძირითადად მრეწველობის ხარჯზე, სადაც ზრდის 90%-ზე მეტი ნავთობპროდუქტებსა და ლითონებზე მოდის (რამაც ექსპორტში მათი წილი 29%-მდე გაზარდა), თუმცა დიდი გამოშვების მიუხედავად, რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე ეფექტი მცირეა.

"ეს არ არის სახალხო სექტორი, ეს არის ოლიგოპოლიური სექტორი თავისი ნატურით. შესაბამისად, ეს ფული ილექება იახტებში და ვილებში და არა ეკონომიკაში, რადგან მუშახელი ელემენტარულად არ სჭირდება", - აცხადებს ვასილ რევიშვილი.

ფინანსისტის განმარტებით, თუ ადრე ეკონომიკურ დინამიკას IT სექტორი განსაზღვრავდა, ახლა ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გადამმუშავებული სექტორია - ნავთობპროდუქტების ექსპორტის ხარჯზე.

"7 თვის მონაცემებით, ამ მიმართულებით ექსპორტმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოსთვის, სეზონურობიდან გამომდინარე, შესაძლოა 1.7-1.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. ზრდაზე ირანის კონფლიქტის შემდეგ ფასების 15%-იანმა მატებამაც იმოქმედა", - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ სხვა ტრადიციული სექტორები შენელებას ან სტაგნაციას განიცდის.

"სამშენებლო სექტორი აშკარად შენელებულია და აღარ ასრულებს ეკონომიკის მთავარი მასაზრდოებლის როლს", - თქვა ვასილ რევიშვილმა საქსტატის მაჩვენებლების ანალიზისას.

მისივე დაკვირვებით, IT სექტორში ზრდა შეჩერებულია და არსებულ ნიშნულზეა გაჩერებული.

რაც შეეხება ტურიზმს, ამ სექტორიდან ფულადი ნაკადები შემოდის ეკონომიკაში, მაგრამ ვასილ რევიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ტურიზმის სფერო გეოპოლიტიკურად მოწყვლადია.

რა არის საქართველოს ეკონომიკის რისკი? - ჟურნალისტის ამ კითხვაზე პასუხად ვასილ რევიშვილმა ყურადღება გაამახვილა საგარეო ფაქტორების ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე. მისი თქმით, IT სექტორში დასაქმებული, დაახლოებით, 30,000 სპეციალისტი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს ქმნის და გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებისა და მათი გადინების შემთხვევაში, ეკონომიკამ შესაძლოა, დაახლოებით, 3%-იანი ვარდნა განიცადოს.

მეორე მთავარი რისკი, ფინანსისტის აზრით, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების შესაძლო კლებას უკავშირდება.

"თუ საერთაშორისო პოლიტიკური შეთანხმებების შედეგად ირანული ან რუსული ნავთობის ექსპორტი გახდება შესაძლებელი, ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდება… ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ არ მოხდება და ინერცია ექნება, მაგრამ თუ მოხდა, ჩანაცვლებას 1-1.5 წელი დასჭირდება. რით ვანაცვლებთ? მშენებლობა შენელებულია, სხვა სექტორებში კი, ისეთი არაფერი ხდებოდა", - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.

ცნობისთვის: საქსტატის თანახმად, წელს, 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

BM.GE

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

BM.GE

კულტურის ახალმა მინისტრმა 2 მოადგილე გაათავისუფლა, პოსტი მხოლოდ მიხეილ კიკნაძემ შეინარჩუნა

კულტურის ახალმა მინისტრმა 2 მოადგილე გაათავისუფლა, პოსტი მხოლოდ მიხეილ კიკნაძემ შეინარჩუნა

BM.GE

GCCA-მ 5 ქვეყანასთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს თანამშრომლობა?

GCCA-მ 5 ქვეყანასთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს თანამშრომლობა?

BM.GE