მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში 979 საშტატო ერთეული გაუქმდა... წლიურად ₾24,7 მლნ გვეზოგება - კობახიძე
ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში 979 საშტატო ერთეული გაუქმდა... წლიურად ₾24,7 მლნ გვეზოგება - კობახიძე

ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში 979 საშტატო ერთეული გაუქმდა... წლიურად ₾24,7 მლნ გვეზოგება - კობახიძე

BM.GE26 ივნისი, 2026, 13:27|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი იზოგება. მან ამის შესახებ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანობაში ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში გაუქმდა 979 საშტატო ერთეული.

პრემიერის ინფორმაციით, განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია და საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამ ყველაფრის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 348 მილიონი ლარი.

„განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ რეფორმებზე. დავიწყებ ენერგეტიკის სექტორით, სადაც განხორციელდა სექტორის გამოწვევების სრული ანალიზი და მომზადდა განვითარების 10-წლიანი გეგმა. ასევე დაიინიცირდა ქსელის წესებში ცვლილება და მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესი. მთელი რიგი მანკიერი პრაქტიკები იყო ჩამოყალიბებული ენერგეტიკის სექტორში. აღმოიფხვრა მთლიანად გასული წლის განმავლობაში დაჯავშნილი დაერთების ნებართვების გაცემის ვადების გახანგრძლივების და ნებართვების გადაყიდვის ასეთი მანკიერი პრაქტიკები, რაც თვისობრივად დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, როდესაც 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. ესეც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში, ასეთი არსებითად 6 საწარმოა, განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, შედეგად ჩვენ ყოველწლიურად წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი. მთლიანობაში ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში გაუქმდა 979 საშტატო ერთეული. დანაზოგმა შეადგინა თითქმის 25 მილიონი ლარი. ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია და საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამ ყველაფრის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 348 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენის დასრულება 2028 წლამდე გადავადდა

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენის დასრულება 2028 წლამდე გადავადდა

BM.GE

ADB-თან სასესხო შეთანხმებით, წყალმომარაგებაში €400 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება - ირაკლი კობახიძე

ADB-თან სასესხო შეთანხმებით, წყალმომარაგებაში €400 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება - ირაკლი კობახიძე

BM.GE

რატომ ჩავარდა მთავრობის მიერ გამოცხადებული ₾700 000-იანი საგრანტო კონკურსი? - საზოგადოებრივი ორგანიზაციები განმარტებას ითხოვენ

რატომ ჩავარდა მთავრობის მიერ გამოცხადებული ₾700 000-იანი საგრანტო კონკურსი? - საზოგადოებრივი ორგანიზაციები განმარტებას ითხოვენ

BM.GE

ერაყი OPEC-იდან გასვლას განიხილავს

ერაყი OPEC-იდან გასვლას განიხილავს

BM.GE