მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკის სექტორში ჯამურმა ოპტიმიზაციამ ₾373 მილიონი შეადგინა - ირაკლი კობახიძე
ენერგეტიკის სექტორში ჯამურმა ოპტიმიზაციამ ₾373 მილიონი შეადგინა - ირაკლი კობახიძე

ენერგეტიკის სექტორში ჯამურმა ოპტიმიზაციამ ₾373 მილიონი შეადგინა - ირაკლი კობახიძე

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 18:46|bm.ge

ენერგეტიკის სფეროში ჯამურმა ოპტიმიზაციამ 373 მილიონი ლარი შეადგინა, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკით ფუნქციონირებდა სისტემა, მთლიანობაში განხორციელდა სექტორის რეფორმირება, მათ შორის ოპტიმიზაცია განვახორციელეთ შესაბამის კომპანიებში. ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები. იყო დაჯავშნილი დაერთების ნებართვების პრაქტიკა, რაც მთლიანად აღმოიფხვრა, გაცემის ვადები იყო ხელოვნურად გაჭიანურებული და ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა. ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს პრაქტიკად მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მოხსნის ხელოვნურ ბარიერებს და დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი ფორმით.

პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი. დღევანდელი გენერაცია არის დაახლოებით 4800 მეგავატი და ჩვენი 10-წლიანი გეგმის მიხედვით, გენერაცია უნდა გაიზარდოს 11 500 მეგავატამდე, რასაც სჭირდება სწორი ხედვა, სწორი გეგმა და სწორედ ეს გეგმა შემუშავდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სახელმწიფო ელექტროსისტემა შეიმუშავებდა გადამცემი ქსელების განვითარების ათწლიან გეგმას და ბოლო ასეთი გეგმა 2024 წელს გამოქვეყნდა და 2034 წლის პერიოდებს მოიცავდა.

კობახიძე ასევე ამბობს, რომ მიმდინარე წელს დასრულდა ერთი ქარის სადგურის და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

„წლის ბოლომდე დამატებით 6 ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, შედეგად უკვე წლის ბოლომდე დამატებით 300 მეგავატი შეემატება ჩვენს მთლიან გენერაციას. ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის. 20-ზე მეტი ასეთი პროექტი ხორციელდება ჯამური ღირებულება არის მილიარდ 800 მილიონი ლარი. ჯამში ეს ყველაფერი შეეხება 900 კილომეტრამდე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას", - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

„ელექტრო ენერგიის წყვეტის კუთხით რაიმე გაუმჯობესება, ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა" - სასტუმრო "ფალიანი"

„ელექტრო ენერგიის წყვეტის კუთხით რაიმე გაუმჯობესება, ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა" - სასტუმრო "ფალიანი"

BM.GE

რა არის ე.წ. Yellow box, რომლის დანერგვასაც თბილისის მერია გეგმავს?

რა არის ე.წ. Yellow box, რომლის დანერგვასაც თბილისის მერია გეგმავს?

BM.GE

AI სამუშაოს ცვლის - რა უნარები ხდება მნიშვნელოვანი?

AI სამუშაოს ცვლის - რა უნარები ხდება მნიშვნელოვანი?

BM.GE

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" მთავრობას ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" მთავრობას ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს

BM.GE