მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირებულია, მთავრობამ მემორანდუმების ტარიფებს უნდა გადახედოს - "ბემონი"
ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირებულია, მთავრობამ მემორანდუმების ტარიფებს უნდა გადახედოს - "ბემონი"

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირებულია, მთავრობამ მემორანდუმების ტარიფებს უნდა გადახედოს - "ბემონი"

BM.GE24 მაისი, 2026, 21:20|bm.ge

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობამ ენერგოკომპანიებთან გაფორმებულ მემორანდუმებში დაფიქსირებულ ტარიფებს უნდა გადახედოს.

როგორც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის “ბემონის” მმართველი დირექტორი BMG-სთან ამბობს, გენერაციის ობიექტების მშენებლობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, შესაბამისად, აუცილებელია, უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მაინც ტარიფები გაიზარდოს.

გიორგი მირცხულავა ამბობს, რომ ტარიფებით, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროსთან PPA და CFD მემორანდუმები გაფორმდა, ინვესტორების ნაწილისთვის გენერაციის ობიექტების მშენებლობა უკვე გამოწვევა იქნება.

“ხშირად გექნებათ გაგებული - „მეგავატის აშენება ჰიდროში ენერგეტიკაში ამდენი ღირს“, 10 წლის წინ ეს სულ სხვა ციფრი იყო, დღეს სულ სხვა ციფრია. ელემენტარულად ყოველ კვარტალში შეგიძლიათ დაინახოთ სამშენებლო ინდექსის ზრდა და პრობლემები ამ კუთხით, რომ ყველაფერი ძვირდება. შესაბამისად, შეიძლება 3 წლის წინ გაფორმებული ტარიფი დეველოპერთან უკვე არარელევანტური იყოს, ბევრად უფრო ნაკლებ მოგებას, ტოვებდეს. ენერგეტიკის ბიზნესი ეს არის ფიქსირებული მოგების ბიზნესი, ეს არ არის რომ სადგური აშენდა და შემდეგ ფასები ისე გაიზარდა, პლუსში წავალ. პლიუსში სახელმწიფო წავა მხოლოდ. ამიტომ შეიძლება დადგა დრო, რომ სახელმწიფომ ჰიდროს, ქარის, მზის მიმართულებით თუნდაც ხელმოწერილ მემორანდუმებში დაფიქსირებულ ტარიფებს უნდა გადახედოს, უნდა დაფიქრდეს, რომ შეიძლება ღირდეს დღეს კორექციის გაკეთება, ღირდეს იმ კრიტიკის ატანა, „კი მაგრამ ხომ იყო ეს ხელმოწერილი უფრო ნაკლებ ტარიფად“. ხელმოწერილი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ გაკეთდება კი ამ ტარიფად?

5 წლის წინ, მილიონი დოლარი რომ ღირდა პირობითად მეგავატის აშენება ჰიდროს მიმართულებით, დღეს მილიონ ნახევარზეა უკვე ასული. შეუძლებელია ის, რაც ინვესტორს გრძელვადიან პერსპექტივაში აძლევდა საშუალებას მისი ბიზნესის განვითარების და იმ ფიქსირებული ამონაგების მიღების, დღეს საინტერესო არ იქნება და თუ ამ მიმართულებით თანხები არ ჩაიდო, ძალიან დიდი პრობლემა იქნება.

ამიტომ სახელმწიფომ ეს ნაბიჯიც უნდა გადადგას, რომ გადახედოს ტარიფებს და ალბათ დააკორექტიროს, რომ ბიძგი მისცეს [გენერაციის ობიექტების მშენებლობას]. რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით, რომ ტარიფს კი ვზრდი, მაგრამ ძალიან მკაცრ მოთხოვნებს, რამდენ ხანში უნდა შეიყვანო ესა თუ ის სიმძლავრე [ექსპლუატაციაში]”, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

“ბემონის” მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ენერგოპროექტთან მიმართებით მინიმალური ტარიფი შესაძლოა, 8-9 ცენტიც იყოს.

“პროექტები ვიცი, 4.5 ცენტი აქვს, [მემორანდუმი გაფორმებული], ზოგს 5.5-6 ცენტი, მაგრამ რეალურად მე რომ ვუყურებ და ვაანალიზებ, დაახლოებით მინიმალური ტარიფი ალბათ რაზეც შეიძლება დღეს გრძელვადიანად ვილაპარაკოთ არის 6.5 ცენტი და ზემოთ. ზოგიერთ შემთხვევაში, პროექტის სიდიდიდან, ინვესტიციიდან და რისკებიდან გამომდინარე, შეიძლება 8-9 ცენტიც კი იყოს საჭირო. უნდა შევხედოთ 10 წელიწადში რა იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერი პროექტის განვითარებას სჭირდება 1.5-2.5 წელი მაინც, მე შედარებით მსხვილ პროექტებზე მაქვს საუბარი. შემდეგ უკვე იწყება ამ თანხის ამოღება, ანუ რეალურად ჩვენ ვუყურებთ, სად იქნება საქართველოს მოთხოვნა [ელექტროენერგიაზე] 5 წელიწადში, სად იქნება მსოფლიო ბაზარი 5-10 წელში. აქედან გამომდინარე, შეიძლება არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას მთავრობამ და ეს მოსახლეობასაც და ბიზნესსაც უნდა აუხსნან. თუ გვინდა, რომ მილიარდობით დოლარი ჩაიდოს ამ მიმართულებით [ენერგეტიკაში], ჩვენ ამაზე უნდა წავიდეთ, ეს ნიშნავს ჩვენი მომავალ სტაბილურობას ქვეყანაში და კეთილდღეობას”, - აღნიშნა გიორგი მირცხულავამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ფასები 10-15%-ით გავზარდეთ" - ავეჯის საწარმო "მობილია ბათუმი" ნედლეულის გაძვირების შედეგებზე საუბრობს

"ფასები 10-15%-ით გავზარდეთ" - ავეჯის საწარმო "მობილია ბათუმი" ნედლეულის გაძვირების შედეგებზე საუბრობს

BM.GE

წელს, ქართული საექსპორტო თხილის ფასი 54%-ით გაიზარდა|სად ვყიდით?

წელს, ქართული საექსპორტო თხილის ფასი 54%-ით გაიზარდა|სად ვყიდით?

BM.GE

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას გააძლიერებს - ლევან სულაბერიძე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას გააძლიერებს - ლევან სულაბერიძე

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE