მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ საინვესტიციო პორტფელი $180 მილიონამდე გაიზარდა|პროექტები
"ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ საინვესტიციო პორტფელი $180 მილიონამდე გაიზარდა|პროექტები

"ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ საინვესტიციო პორტფელი $180 მილიონამდე გაიზარდა|პროექტები

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 13:23|bm.ge

კომპანია "ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია" განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო საქმიანობას აფართოებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა გიორგი შუკაკიძემ BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა, საინვესტიციო პორტფელის ჯამურმა ღირებულებამ უკვე 180 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

"თუ შარშან $150 მილიონის ღირებულების ენერგოპროექტებზე ვსაუბრობდით, წელს კომპანიის საინვესტიციო პორტფელი უკვე $180 მილიონამდეა გაზრდილი", - აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ და ინტერვიუში მიმდინარე პროექტების დეტალები გააზიარა.

მისი თქმით, საინვესტიციო პორტფელის ზრდა ნაწილობრივ უკავშირდება კახეთის რეგიონში 12 მეგავატის სიმძლავრის მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის - "სტორი ჰესი 2"-ს მფლობელი კომპანიის შპს “სტორი ენერჯის” შეძენა.

"სტორი ჰესი 2"-ის წლიური საპროექტო გამომუშავება 52 მლნ კილოვატ საათია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარის ფარგლებშია. აღმოსავლეთ საქართველოში ენერგეტიკული ობიექტის არსებობა მნიშვნელოვანია სისტემის საიმედოობის თვალსაზრისით. არსებული სიმძლავრეები ცალსახად დადებით და პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს სისტემის მდგრადობისთვის“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ახორციელებს, 14 მეგვატი სიმძლავრის „სურები ჰესია“. გენერაციის ობიექტი გურიაში აშენდება და საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარია.

“ამ ეტაპზე კომპანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მშენებლობის ნებართვას, ხოლო სატყეო დეპარტამენტისგან სპეციალური სარგებლობის უფლებას ელოდება. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ორივე დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის, რათა შევძლოთ აქტიურ ფაზაში იმ სამშენებლო პროცესის წარმართვა... მოსახლეობის დიდი ნაწილი ცალსახად დასაქმებული უნდა იყოს ჩვენს პროექტში“, - განაცხადა გიორგი შუკაკიძემ და იქვე დასძინა, რომ ჰესის საბოლოო ექსპლუატაციაში შესვლა 2029 წლის ბოლოსთვის იგეგმება, რაც გამოწვეულია სახელმწიფო ელექტროსისტემის გადამცემი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ვადებით.

“ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” საინვესტიციო პროექტების პორტფელშია ქარის ელექტროსადგურის პროექტი თერჯოლაში - სიმძლავრე - 40-45 მეგავატი, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 55 მლნ აშშ დოლარი.

“უკვე ერთი წელია მიმდინარეობს ქარის რესურსის კვლევა, გავლილია სკოპინგის პროცედურა და სრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (GZSH). საბოლოო პარამეტრების დაზუსტების შემდეგ გაიმართება საჯარო განხილვები”, - აღნიშნა ინვესტორმა.

“ნიალა ჰესი” სამცხე-ჯავახეთში - ეს კიდევ ერთი ენერგეტიკული პროექტია, რომელსაც “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია” ავითარებს. როგორც გიორგი შუკაკიძემ “წერტილში” აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა მთავრობასთან ხელშეკრულება „ნიალა ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშის მომზადებაზე. პროექტზე მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამად კვლევის საწყის ეტაპზეა.

საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ” ისაუბრა გამოწვევებზეც, რაც ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის ტემპს ანელებს და მათ შორის დაასახელა ბიუროკრატიული ბარიერები, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ინვესტორს მიაჩნია, რომ ენერგეტიკის სექტორი საინვესტიციოდ მიმზიდველია.

“საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი დეფიციტურია, რაც ინვესტიციების განხორციელების მთავარი სტიმულია… წელიწადში მინიმუმ 10 თვის განმავლობაში საქართველოში საკუთარი რესურსი ელექტროენერგიის კუთხით არ გვყოფნის, შესაბამისად, ვართ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე და გაზზე დამოკიდებული. ამ დამოკიდებულებას არა აქვს მხოლოდ ფინანსური ღირებულება, ამას აქვს პოლიტიკური ღირებულებაც, უსაფრთხოების ნაწილში პრობლემა არის რეალურად“, - აცხადებს გიორგი შუკაკიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? - Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა

კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? - Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა

BM.GE

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

BM.GE

Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

BM.GE

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

BM.GE