მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?
"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 04:46|bm.ge

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილმა) ქადაგებისას მოქმედი ხელისუფლება, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, სუსის კრებსების საქმე და ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება გააკრიტიკა.

მიტროპოლიტმა ყურადღება გაამახვილა ისტორიულ პარალელებსა და დღევანდელ რეალობას შორის არსებულ აცდენაზე.

„რა თქმა უნდა, ისტორიას თუ გადავხედავთ, ვრწმუნდებით იმაში, რომ როდესაც საერო ხელისუფლება იყო მორწმუნე, ეკლესიური და შეთანხმებულად მოქმედებდა ეკლესიასთან ერთად, მაშინ წარმატება იყო. ჩვენ გვქონდა ოქროს ხანა, დავითის მიერ დაწყებული და თამარ მეფით დასრულებული.

დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს? გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირისთვის, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.

დღეს სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა, თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით. მრავლისთვის ძალიან რთული გასაგებია: ქადაგებ, რომ გაჭირვება, სიღარიბე დაითმინო, ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილი?! დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მეუფე იობმა.

მაღალი იერარქის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება სასულიერო პირებს აიძულებს, შეიკავონ თავი სიმართლის თქმისგან, რის გამოც აუცილებელია ფინანსური გამჭვირვალობა.

„ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი იმიტომ, რომ ძირითადად ფინანსდება სახელმწიფოსგან ეკლესია. კარგი, ვთქვათ დაფინანსდეს იყოს გამჭვირვალე. თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა, უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითოეული თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. მაგრამ ესეც ყველამ არ ვიცით. შეიძლება ზოგიერთმა თქვას, გამჭვირვალე არისო, ყველაფერი ჩანსო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვიცით, შიგნით რა ხდება“, - თქვა მიტროპოლიტმა.

ქადაგებისას მან ისაუბრა საზოგადოებრივ პრობლემებზეც, მათ შორის ლუდომანიასა და ნარკომანიაზე.

„ამიტომ, ჩვენ რაღაც-რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია, გადაირჩია ერმა. მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს: განარკომანდა დიდი ნაწილი ახალგაზრდების, გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და ხელისშეწყობით“.

მეუფე იობი ასევე შეეხო ე.წ. „სუს-ის კრებსების“ გაჟონვის საკითხს და პროცესში ბიძინა ივანიშვილის განცხადების როლზე ისაუბრა:

„სანამ სუს-ის კრებსები გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა განადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, მასაც შეიძლება შეცდომები ჰქონდესო - აი, სწორედ ამას მოჰყვა შემდეგ ეს სუს-ის კრებსები.

ამან რა გამოიწვია - ბევრმა ხალხმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული. მერე ჩვენ შეგვპირდნენ, რომ გამოავლენდნენ იმ თანამდებობის პირებს, ვინც გამოიტანა ეს სუს-ის კრებსები საზოგადოების წინაშე, მაგრამ ვინ გამოიტანა? ვინმე ვიცით, ვინ გამოაქვეყნა ეს ყველაფერი?!“

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ნაწილმა მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას, შეცდომებზე მითითება აუცილებელია, ხოლო თავად ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა:

„შეიძლება ვინმემ თქვას ახლა, თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება?! თქვენ არ დაუჭირეთ მას მხარი?! მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ, მაგრამ უშეცდომო არავინ არაა, არც ხელისუფალი და არც ადამიანი. ჩვენ თუ არ მივუთითეთ მთავრობას, რა შეცდომები აქვთ დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ.

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ არ იგრძნობა, ეროვნული ინტერესები აღარ არის ქვეყანაში, გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანაო“.

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და საგარეო/ტერიტორიულ გამოწვევებზე.

„კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა. იჭერენ შემდეგ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეშია: პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი... და სხვა მეზობელი ქვეყნები იცინიან ჩვენზე, დაგვცინიან. ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმია“, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

BM.GE

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

BM.GE

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

BM.GE