მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 05:15|bm.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის EU-სთან ნებისმიერ განხილვასა და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის დაკავშირებადობის საკითხებზე, თუმცა მონაწილეობა შესაბამის დონეზე უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პოზიცია ევროკომისიისთვის კარგად არის ცნობილი და საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელია შესაბამისი დონის წარმომადგენლების მიწვევა.

„ჩვენი პასუხი ევროკომისიისთვის და ევროკომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის არის ცნობილი: საქართველო მზად არის ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში და ზოგადად ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იზოლირებულად წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება.

„მე გავიხსენებ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს „ევრონიუსთან“, სადაც ჟურნალისტს წამოსცდა, რომ ფოტოს გადაღებაც ყოფილა, თურმე, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ეს ვიცით, არაერთი შეხვედრა ყოფილა ჩვენს კოლეგებთან ფოტოების გარეშე. ღიმილის მომგვრელია, უბრალოდ, ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება:

მოსაწვევების, ფოტოების გადაღების. ეს უბრალოდ არასერიოზულია,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ღირსეულ პარტნიორობასა და ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსების დაცვას.

„საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები, ღირსეული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ დიალოგის ფორმატში ევროკავშირთან ჩავერთოთ იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება,“ - აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 140 სტატია.

  • "დაბალი დონის გადაწყვეტილება" - პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომ “ოცნება“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვიესტვ პირველი
  • ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებსფორმულა
  • ევროკავშირს უნდოდა, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული - ზურაბ რურუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

BM.GE

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

BM.GE

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

BM.GE

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

BM.GE