მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი
როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 04:37|bm.ge

შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა, UBS-მა 2027 წლისთვის აშშ-ის საფონდო ინდექსის, S&P 500-ის სამიზნე მაჩვენებელი 8,900-ზე, ხოლო 2028 წლისთვის 9,600-ზე განსაზღვრა. შედარებისთვის, ინდექსი ამჟამად 7 550-ის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ UBS-ის ანალიტიკოსები მომავალ წელს 18%-იან, ხოლო 2028 წლის ბოლომდე ჯამურად 27%-იან ზრდას ელიან.

ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წელს დაფიქსირებულმა კორექციამ P/E შეფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, რაც აქციების ფასების შემცირების ფონზე, კომპანიების შემოსავლების ზრდით არის განპირობებული, თავად ეს მოცემულობა კი ინვესტორების სამომავლოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ინდექსის სამომავლო P/E კოეფიციენტი 20%-ით შემცირდა, თუმცა მოგების ზრდამ დაახლოებით 33% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდექსი რეალურად გაიაფდა.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, 2027 წლისთვის UBS-ი თითო აქციაზე მოგების 18%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, საინვესტიციო ბანკმა უპირატესობა ნახევარგამტარების, პროგრამული უზრუნველყოფის, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებს მიანიჭა.

შეგახსენებთ, P/E კოეფიციენტის 10%-ზე მეტით შემცირების შემდეგ, ისტორიულად ინდექსის წლიური მედიანური ამონაგები 20%-ს აღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

BM.GE

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

BM.GE

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

BM.GE