მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს
ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 05:00|bm.ge

ამერიკული ფეხბურთის ლეგენდამ და „სუპერბოულის“ შვიდგზის ჩემპიონმა, ტომ ბრეიდიმ, „ბირმინგემ სიტიში“ საკუთარი საქმიანობა დაასრულა.

49 წლის ბრეიდი კლუბის მცირე წილის მფლობელი 2023 წლის ზაფხულიდან იყო, თუმცა „ბირმინგემმა“ მისი წასვლის შესახებ ორშაბათს ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ნიუ-ინგლენდ პატრიოტსის“ ყოფილი კვარცხლბეკი კლუბს იმ დროს ტოვებს, როდესაც „ბირმინგემი“ ჩემპიონშიპს - ინგლისის საფეხბურთო სისტემის მეორე დივიზიონს ლიდერობს და 2011 წლის შემდეგ პირველად პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ცდილობს.

„ბირმინგემ სიტის“ საფეხბურთო კლუბი გულწრფელ მადლობას უხდის ტომ ბრეიდის კლუბში მონაწილეობისთვის და ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოჩენილი ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო, რომ კლუბთან ისეთი გამოცდილებისა და ენთუზიაზმის მქონე ადამიანი თანამშრომლობდა, როგორიც ტომია. ვიმედოვნებთ, რომ მის მიერ შექმნილ საფუძველზე მუშაობას გავაგრძელებთ, როგორც საწვრთნელ ბაზაზე, ისე ბირმინგემის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ბრეიდიმ ინვესტიცია ამერიკულ კომპანია Shelby Companies Limited-ში 2023 წლის აგვისტოში განახორციელა. კომპანია Knighthead Capital Management-ის შვილობილი სტრუქტურაა, რომლის თანადამფუძნებელი ტომ ვაგნერია. იმავე ზაფხულს SCL-მა „ბირმინგემ სიტის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა და კლუბის მფლობელი გახდა.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ბრეიდი „ბირმინგემის“ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა. მას კლუბის მხოლოდ 3.3 პროცენტი ეკუთვნოდა და ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

BM.GE

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

BM.GE

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

BM.GE