მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი
ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი

ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 17:27|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმებით დაზოგილი თანხა ათეულობით მილიონი ლარია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

სოციალურად დაუცველთა გადამოწმება 2026 წლის თებერვლიდან დაიწყო. ოფიციალური სტატისტიკით, წელს შემწეობა 191 პირს შეუწყდა. ამასთან, სოციალური შემწეობის მიმღებებზე გადარიცხული თანხა დაახლოებით 83 მლნ ლარით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან უშუალოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე კლება დაახლოებით 30 მლნ ლარია, ხოლო დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე შემცირება 52 მლნ ლარს აჭარბებს.

მინისტრის თქმით, სოცდაუცველთა ბაზის გადამოწმების ამოცანას სოციალური მომსახურების სააგენტომ თავი წარმატებით გაართვა.

"გადამოწმების პროცესის დაწყების შემდეგ გამოვლენილმა არაერთმა შეუსაბამობამ ისეთი გადაწყვეტილებები გამოიწვია, რომელიც ცალკეულ ოჯახებს ახალ ქულას განუსაზღვრავს, რომლითაც კანონმდებლობით შემწეობის მიღების უფლება გათვალისწინებული არ არის. ვიღაც შეიძლება საერთოდ ამოსაღები იყოს სოციალურად დაუცველთა ერთიანი რეესტრიდან და ასე შემდეგ. აბსოლუტურად მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმებია, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად არითმეტიკული სიზუსტით ხდება იმის დაანგარიშება, ვის რა ეკუთვნის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ამ საქმეს ასრულებს სოციალური მომსახურების სააგენტო და ვფიქრობ, წარმატებულად გაართვა თავი ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას. ეს რეესტრი ცოცხალი ორგანიზმია, აქ ბუნებრივია ამ პერიოდის განმავლობაშიც ადამიანები, ოჯახები ემატებოდნენ, ვიღაც აკლდებოდა. ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვფიქრობ, ერთ დღესაც ჩვენ მივიღებთ სრულფასოვან ბაზას, რომლის მეშვეობითაც ზუსტად გვეცოდინება ვის რა სტატუსი აქვს და რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს. ათეულობით ათასი ოჯახი შემოწმდა. არც თუ ისე მცირეა რიცხვი ოჯახებისა, რომელსაც არ ჰქონდათ ისეთი ქულა, რომელიც განაპირობებდა შემწეობის საჭიროებას", - ამბობს ის.

მისივე თქმით, არსებობს გადამოწმების შედეგების გასაჩივრების მექანიზმი და ამ დრომდე რაიმე მნიშვნელოვანი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • „ჩვენ ახლა ვიწყებთ“ — უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყირიმის ხიდზე მიტანილი იერიში შეაფასაფორმულა
  • არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​რუსთავი 2
  • მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილინეტგაზეთი
  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდატვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა

რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა

BM.GE

III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით

III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით

BM.GE

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

BM.GE

თუ ყველა ობიექტი აშენდება, 2030 წლისთვის გენერაციის შეზღუდვა 4-ჯერ გაიზრდება | G&T-ი სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს

თუ ყველა ობიექტი აშენდება, 2030 წლისთვის გენერაციის შეზღუდვა 4-ჯერ გაიზრდება | G&T-ი სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს

BM.GE