მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა
რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა

რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 17:35|bm.ge

საქართველოს რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები კვლავ ლიდერობს, თუმცა მათი წილი შემცირდა. 2026 წლის III კვარტალში კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე რკინიგზით გადატანილი ტვირთის 34.7% მოდიოდა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 37.7% იყო. ამასთან, შეიცვალა მესამე უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფიც – ლითონის მადნისა და სამთო პროდუქტების ნაცვლად, ამ პოზიციაზე საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო აღმოჩნდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში გადაზიდული ტვირთის 21.5% ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოებზე მოდიოდა. ამ ჯგუფის წილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 20.6% იყო.

თუ 2025 წლის III კვარტალში მესამე ყველაზე მსხვილი სასაქონლო ჯგუფი ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები იყო 12.6%-იანი წილით, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ პოზიციაზე საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო აღმოჩნდა – 11.5%-ით.

ტვირთების სტრუქტურა განსხვავებულია იმის მიხედვით, რკინიგზით გადაზიდვა ქვეყნის შიგნით ხორციელდება, საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში თუ ტრანზიტით.

ადგილობრივ გადაზიდვებში კვლავ დომინირებს ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები, რომელთა წილმაც 2026 წლის III კვარტალში 61.4% შეადგინა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 59.8% იყო. ამასთან, ადგილობრივ გადაზიდვებში სატრანსპორტო აღჭურვილობის წილი 9%-დან 15.8%-მდე გაიზარდა, კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების წილი კი 20.2%-დან 14.8%-მდე შემცირდა.

საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში, რკინიგზით საქართველოში შემოტანილი ტვირთის თითქმის ნახევარი კვლავ კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა – 47.3%. მეორე ადგილზე სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები იყო 13.7%-ით, მესამეზე კი საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო – 7.9%-ით.

განსხვავებულია ქვეყნიდან გატანილი ტვირთის სტრუქტურა. 2026 წლის III კვარტალში ექსპორტირებული სარკინიგზო ტვირთის ყველაზე დიდი წილი საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე მოდიოდა – 25.8%. შემდეგ მოდიოდა ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები – 24.9%, სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები – 16.4%, ხოლო ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები – 12.6%.

რაც შეეხება ტრანზიტს, ამ მიმართულებითაც ძირითადი დატვირთვა სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის. 2026 წლის III კვარტალში კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების წილი ტრანზიტულ ტვირთში 35% იყო, ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების – 30.8%, საკვები პროდუქტების, სასმელებისა და თამბაქოს კი 12.4%. ჯამურად, ამ სამ ჯგუფზე ტრანზიტული ტვირთის 78.2% მოდიოდა.

შედარებისთვის, 2025 წლის III კვარტალში ამავე სამ სასაქონლო ჯგუფზე ტრანზიტული ტვირთის უფრო დიდი, 84.9%-იანი წილი ნაწილდებოდა. კერძოდ, კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების წილი 40.9% იყო, ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების – 31.1%, საკვები პროდუქტების, სასმელებისა და თამბაქოს კი 12.9%.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონსტანცას პორტიდან საქართველოს მიმართულებით ორი ბორნის დამატება განიხილება - კრისტიან ტომა

კონსტანცას პორტიდან საქართველოს მიმართულებით ორი ბორნის დამატება განიხილება - კრისტიან ტომა

BM.GE

ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი

ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი

BM.GE

III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით

III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით

BM.GE

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

BM.GE