მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სესხები მომდევნო კვირიდან გაიცემა - რამდენი იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება?
ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სესხები მომდევნო კვირიდან გაიცემა - რამდენი იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება?

ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სესხები მომდევნო კვირიდან გაიცემა - რამდენი იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება?

BM.GE23 ივლისი, 2026, 14:14|bm.ge

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმი ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის წლების განმავლობაში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში იყო ხელმისაწვდომი, ხოლო მიმდინარე წლის ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ ინტეგრირდა.

„ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სესხების გაცემა პროგრამაში ჩართული კომერციული ბანკების მიერ მომდევნო კვირიდან დაიწყება.

სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით ( წლიური 8,25%), არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 18%-ით.

ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის ოდენობა შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, ხოლო მარცვლეული კულტურების წარმოების შემთხვევაში - არანაკლებ 10 000 ლარს და არაუმეტეს 300 000 ლარს.

სესხები გაიცემა ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების) ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. დაფინანსება მოიცავს სათესი და სარგავი მასალის, სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენის, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, გამოყენებული საწვავის, ასევე სარწყავი მილების ხარჯებს.

პროგრამით განსაზღვრულია ერთი საოპერაციო წლის განმავლობაში კონკრეტული ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მაქსიმალური ხარჯი ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით“, - აღნიშნულია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს.

აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა კი შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.rda.gov.ge

პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად შექმნილ ერთიან მექანიზმს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ძალიან ფართოა, მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვესაუბროთ - კობახიძე

ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ძალიან ფართოა, მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვესაუბროთ - კობახიძე

BM.GE

დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, გერმანიაში საქართველოს ელჩმა შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა

დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, გერმანიაში საქართველოს ელჩმა შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა

BM.GE

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი IB DP-ის 43 ქულით მსოფლიოს საუკეთესო 5%-შია

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი IB DP-ის 43 ქულით მსოფლიოს საუკეთესო 5%-შია

BM.GE

3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში უნდა ჩავიდეს - პროექტისთვის ₾107,000-ის გადაუდებელი შესყიდვა გამოცხადდა

3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში უნდა ჩავიდეს - პროექტისთვის ₾107,000-ის გადაუდებელი შესყიდვა გამოცხადდა

BM.GE