მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლის საკომისიო მოიხსნება - "ჟოლის" დამფუძნებელი
კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლის საკომისიო მოიხსნება - "ჟოლის" დამფუძნებელი

კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლის საკომისიო მოიხსნება - "ჟოლის" დამფუძნებელი

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 01:29|bm.ge

"ქართული პროდუქციისთვის საკუთარი ქვეყნის ბაზარი ხშირად უფრო რთულად მოსაპოვებელია, ვიდრე საერთაშორისო ასპარეზი", - ამის შესახებ BMG-სთან „ჟოლის“ დამფუძნებელი გურამ სუხაშვილი საუბრობს და მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აფასებს, რომელიც „არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის“ წინააღმდეგ არის მიმართული.

კომპანია „ჟოლი“, რომელიც ნატურალურ ტყემალს, ჯემებს, საწებლებსა და აჯიკებს აწარმოებს, ძირითადად, ექსპორტზეა ორიენტირებული და საკუთარი პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გააქვს. დამფუძნებლის თქმით, მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ ქართველი მომხმარებელი მათ ნაწარმს კარგად იცნობდეს, ადგილობრივ ბაზარზე შესვლა წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა.

„ჩვენთვისაც ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტზე გაგვაქვს, საქართველოს ბაზარზე შევიდეთ. თავიდან, როდესაც წარმოება დავიწყეთ, ჩვენთვის ყველა კარი დაკეტილი იყო“, - ამბობს გურამ სუხაშვილი BMG-სთან.

მწარმოებლის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ე.წ. „შესვლის საკომისიო“ და თაროს გადასახადია. მისი ინფორმაციით, არსებობს შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქსელში ერთი დასახელების პროდუქტის დასადებად მეწარმეს 30,000 ლარის გადახდას სთხოვენ.

„სტატისტიკურად რომ ავიღოთ, საქართველოში რამდენ მცირე მეწარმეს შეუძლია ერთი პროდუქტისთვის ამხელა თანხის გადახდა? ძალიან ცოტას“, - აღნიშნავს სუხაშვილი და იმედოვნებს, რომ ახალი კანონპროექტი ამ გადასახადებს დაარეგულირებს.

მისივე თქმით, ფინანსური წნეხი მხოლოდ შესვლის გადასახადით არ შემოიფარგლება. ყველაზე მწვავე პრობლემად ანგარიშსწორების დაგვიანებული ვადებია - იმ დროს, როდესაც მსხვილ კორპორაციებს აქვთ ფინანსური მარაგი, რომ რეალიზებული პროდუქციის თანხას თვეების განმავლობაში ელოდონ, მცირე მეწარმეებისთვის ეს ბიზნესის გაჩერების ტოლფასია.

„ანგარიშსწორება ხდება ძალიან გვიან. შეიძლება 3-4 თვე გავიდეს და პირველ თვეებში გაყიდული პროდუქციის თანხა არ იყოს ჩარიცხული. ეს იწვევს ფინანსურ კრიზისს, კრედიტების დამატებას, ხარჯი აჭარბებს მოგებას და საბოლოოდ საქმე ბიზნესის დახურვამდე მიდის“, - განმარტავს „ჟოლის“ დამფუძნებელი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სუხაშვილი ხაზს უსვამს, ქსელების მოთხოვნაა, რომ მწარმოებელმა პროდუქცია ერთდროულად ყველა ფილიალში შეიტანოს. ეს მცირე საწარმოებისთვის, რომელთაც ჯერ არ აქვთ დიდი წარმადობა, ფაქტობრივად ბაზრიდან ბლოკირების მექანიზმია. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა ხშირად შერჩევითია.

„მე სპეციალურად ვამოწმებდი - დიდ კომპანიებს შეიძლება, რომელიმე ფილიალში პროდუქცია არ ჰქონდეთ, მაგრამ მაინც იყვნენ ქსელში. რატომ არის ეს მკაცრი მოთხოვნა მცირე მეწარმისთვის? კარგი იქნება, თუ მეწარმეს საშუალება ექნება, თავიდან მხოლოდ რამდენიმე ფილიალით დაიწყოს“ - ამბობს გურამ სუხაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს დარეგულირება მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, დღეს „ჟოლის“ უკვე აქვს გარკვეული ფინანსური მარაგი, რომ ეს წნეხი აიტანოს, თუმცა, დამწყები ბიზნესებისთვის გარემო კვლავაც არათანაბარია.

ფასების კომისიის რეკომენდაციით, მთავრობა „სურსათის მიწოდების ჯაჭვში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“ კანონის შემოტანას გეგმავს. კანონპროექტი ერთ-ერთია, იმ 65 ინიციატივას შორის, რომელსაც მთავრობა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს. ინიციატივის წარმდგენი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ხელისუფლება ცვლილებების შინაარსზე ჯერჯერობით, არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს, მათ შორის, გადახდის გადავადებას, შეკვეთების დაგვიანებით გაუქმებას, თაროზე განთავსებისა და მარკეტინგის ხარჯების დაკისრებას და ა.შ., რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა… ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს - იაგო ბიტარიშვილი

მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა… ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს - იაგო ბიტარიშვილი

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

BM.GE

7 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

7 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE