მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ" - შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე
"ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ" - შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

"ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ" - შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 16:39|bm.ge

"ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება და სიაში რჩებოდნენ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მას ჰკითხეს სოციალურად დაუცველთა სიებიდან ამოღებული ადამიანების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით ხომ არ უნდა დადგეს წინა ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამინისტრომ შემოწმების შედეგად სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზიდან ათეულობით ათასი ადამიანი ამოიღო და არავის ამაზე პროტესტი არ გამოუცხადებია, იმიტომ რომ ყველამ კარგად გაიაზრა, რომ მათი სიაში ყოფნა უსამართლო იყო.

"მანამ სანამ სოციალური დახმარების მიმღებთა სიის გადამოწმების პროცესი დაიწყებოდა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რაც დადასტურდა შემდეგ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება, თუმცა ამ ბაზაში რჩებოდნენ. ამას აქვს ბევრი მიზეზი, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კოვიდის დროს, ერთი რომ დაემატა ადამიანები ბაზას და მაშინ გარკვეული მორატორიუმი იყო - გადამოწმებები არ ხდებოდა, ვინაიდან სოციალური ფონი კოვიდის დროს დამძიმდა, სახელმწიფოს არ ჰქონდა მკაცრი მიდგომა და ბაზების გადამოწმება არ ხდებოდა. ამიტომ ირაკლი კობახიძემაც თავის ამოცანად ბაზების გადამოწმება გამოაცხადა. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ამოღებულია ამ ბაზიდან და თქვენ, მე მგონი, აკვირდებით, რომ პროტესტი არ მოგისმენიათ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები ძალიან კარგად ხვდებოდნენ და ხვდებიან, რომ იმ სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ", - ამბობს პაპუაშვილი.

სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითქმის 70 000 ოჯახი უკვე გადამოწმდა და მათ უმრავლესობას, შემწეობის მისაღებად საჭირო ქულა არ უგროვდება.

ცნობისთვის, აგვისტოს მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 570 ათასამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 6546-ით შემცირდა. ჯამში იანვართან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.

საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 153 258 სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენფორმულა
  • ფეიქრიშვილების დედა შალვა პაპუაშვილს მიმართავსტვ პირველი
  • მერამდენედ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც უთანხმოება არსებობს მათ შორის... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და სწორედ მისი გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ეს დღეები - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი

შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი

BM.GE

Binance-იდან მომხმარებლებმა $3.6 მილიარდის აქტივები გაიტანეს

Binance-იდან მომხმარებლებმა $3.6 მილიარდის აქტივები გაიტანეს

BM.GE

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

BM.GE