მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს მოდელი უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას" - კობახიძე ანაკლიის პორტის ახალ კონცეფციაზე
"ეს მოდელი უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას" - კობახიძე ანაკლიის პორტის ახალ კონცეფციაზე

"ეს მოდელი უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას" - კობახიძე ანაკლიის პორტის ახალ კონცეფციაზე

BM.GE10 ივლისი, 2026, 17:05|bm.ge

"ეს არის ის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლიის პორტში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული მოდელის შესახებ, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე კვირაში წარადგინა.

"მე მინდა ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის მინისტრს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად განიხილებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით და შემდეგ უკვე ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს შეეძლება გადაეცეს პორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში. ეს არის ის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლიის პორტში და ეს არის მნიშვნელოვანი ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.

ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.

ამჟამად, ანაკლიაში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყლის ფსკერის დარღმავების, ნაპირის მოწყობის, პორტის დამცავი ტალღმტეხელის კედლის მოწყობის მიმართულებით, რასაც $150 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტით ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 180 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
  • „იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართესტვ პირველი
  • ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვიაფორმულა
  • არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზეიმედი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE