მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ესტონეთმა რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა
ესტონეთმა რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 17:24|bm.ge

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ 1 ოქტომბერს განაცხადა.

"რუსეთი თავს ესხმის უკრაინულ პორტებს, ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს და შემდეგ საკუთარი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი ასეთ მარშრუტს არ დაუთმობს", - დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელ "X"-ში.

საქმე ისაა, რომ რუსეთს, რომელიც მსოფლიოში ხორბლის წამყვანი ექსპორტიორია, რუსულ პორტებზე უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანა სულ უფრო უჭირს, რის გამოც იძულებულია ალტერნატიულ გზებს დაეყრდნოს.

რუსული მარცვლეულის ნაწილი რუსეთის ბალტიისპირა პორტებსა და ლატვიისა და ლიეტუვის ტერმინალებში გადამისამართდა, თუმცა ამ ინფრასტრუქტურას იმ მოცულობის მხოლოდ 10%-ის დამუშავება შეუძლია, რაც ჩვეულებრივ სამხრეთის პორტებზე მოდის.

როგორც ესტონური მედია იტყობინება, რუსეთსა და ბელარუსს მარცვლეულის ექსპორტისთვის ესტონეთი აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა ეს ნაბიჯი მომავალში მსგავსი მცდელობების პრევენციას ისახავს მიზნად.

"ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბალტიისპირეთის პორტები რუსეთისთვის სატრანზიტო მარშრუტად არ იქცეს", - აღნიშნა ცაჰკნამ.

მანამდე ლატვიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს.

ტალინი ასევე პირობას დებს, რომ ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად იმუშავებს იმ მარცვლეულის ექსპორტის აღსაკვეთად, რომელიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოიპარა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა - თუ რა რუსული საქმე გააკეთა მან წლების წინ, რისთვისაც „დამსახურებულმა“ ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა?იმედი
  • დასავლური სანქციების ფონზე პუტინმა რუსული ენერგეტიკული მონაცემების გასაჯაროება შეზღუდაფორმულა
  • აფხაზებს რეალურად საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა აბსოლუტურად რუსულად იქმნება - მარინა ტურავარუსთავი 2
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
რუსული →

მსგავსი სტატიები

2025 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 900 ათასამდე გაიზარდა - მათი 60% SME-ზე მოდის

2025 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 900 ათასამდე გაიზარდა - მათი 60% SME-ზე მოდის

BM.GE

2027 წელს მთავრობა 25 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

2027 წელს მთავრობა 25 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ რეზიდენტები/არარეზიდენტები საშუალოდ?

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ რეზიდენტები/არარეზიდენტები საშუალოდ?

BM.GE

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

BM.GE