მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა აბიტურიენტებს 14 სექტემბრიდან შეეძლებათ - NAEC
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა აბიტურიენტებს 14 სექტემბრიდან შეეძლებათ - NAEC

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა აბიტურიენტებს 14 სექტემბრიდან შეეძლებათ - NAEC

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 15:30|bm.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მონაწილეობა 14 სექტემბრიდან შეეძლებათ.

კერძოდ, NAEC-ის ინფორმაციით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესი 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება და აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

• 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ჯერ კიდევ 30 აგვისტოს განაცხადა, აბიტურიენტები იმ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე შეძლებენ რეგისტრაციას, რომლებზეც ვაკანტური ადგილები ჯერ კიდევ არის.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.

უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.

19 აგვისტოს გამოქვეყნებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, გამოცდებზე რეგისტრირებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა. ამასთან, 1795-მა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის გარეშე დარჩა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
  • ორი დღე საკონსტიტუციო მარათონის დაწყებამდე - პოლიტიკური პარტიების სასამართლო პროცესი იწყებარუსთავი 2
  • ღალატის პროცესი - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზეტვ პირველი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE