მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ორი დღე საკონსტიტუციო მარათონის დაწყებამდე - პოლიტიკური პარტიების სასამართლო პროცესი იწყება
ორი დღე საკონსტიტუციო მარათონის დაწყებამდე - პოლიტიკური პარტიების სასამართლო პროცესი იწყება

ორი დღე საკონსტიტუციო მარათონის დაწყებამდე - პოლიტიკური პარტიების სასამართლო პროცესი იწყება

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 21:38|rustavi2.ge

"დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი, დემოკრატიული ინსტრუმენტები დემოკრატიის მტრებმა არ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ თავად დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ" - სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ნებისმიერი იმ სახელმწიფოსი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური ქმედებების შეჩერებას და პრევენციას ცდილობს.

ქვეყნის უზენაეს კანონთან მიზანმიმართული წინააღმდეგობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელს, 2 დღეში, "ქართული ოცნების" 4 დეპუტატი წარადგენს. სპიკერის თქმით, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი მოსამართლეთა პლენუმს კონკრეტული მტკიცებულებებით დაუდასტურებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", "ლელო", ფედერალისტები და გახარიას პარტია, წლების განმავლობაში, თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოქმედებდნენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ცდილობდნენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათი აკრძალვის პირდაპირი საფუძველია.

საბოლოო ვერდიქტი 7 მოსამართლის გამოსატანია, თუმცა სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პლენუმს საკმარისი მტკიცებულებები ექნება, სარჩელის სრულად დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული არიან იმაშიც, რომ ოპოზიცია, ვერც შიგნით, დარბაზში და ვერც გარეთ, ქუჩაში, საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვერ დაარწმუნებს მის უდანაშაულობაში.

სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ კონტრარგუმენტები ვერ მოჰყავთ ასაკრძალთა სიაში მყოფ ოპოზიციურ ძალებს, რის გამოც ჩნდება კითხვა - როგორ დაიცავენ დარბაზში "ნაციონალური მოძრაობა", გვარამიას "ახლები" და ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელო" საკუთარ პოზიციებს, თუ დღეს მედიასთან ერთ მტკიცებულებასაც ვერ ასახელებენ.

აქციაზე იქნება თამარ ჩერგოლეიშვილიც, მის "ფედერალისტებთან" ერთად. გახარიას პარტიის ასავალ-დასავალი კი, ისტორიულ პროცესამდე 2 დღით ადრე, არც თავად ამ პარტიაში იციან.

ოპოზიციური ქაოსი მოსარჩელეებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ მოპასუხე მხარეს ამ დრომდე დაცვის სტრატეგიაც არ გააჩნია, რაც დამატებითი არგუმენტია "ქართული ოცნებისთვის", რომ 5 პოლიტიკური ძალა საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებსაც ვერ უარყოფს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსტიტუციური სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და დემოკრატიასთან მებრძოლი პარტიების აკრძალვის შემთხვევაში ოპოზიციური ველი სრულად გაჯანსაღდება.

კონსტიტუციურ სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი 3 დღის განმავლობაში, 21 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით განიხილავს, თუმცა არ არის გამორიცხული, პროცესი გახანგრძლივდეს.

7 მოსამართლეს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, 9-თვიანი ვადა აქვს, პარტიების ასაკრძალად კი საჭიროა 5 მოსამართლის ხელმოწერა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • ღალატის პროცესი - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზეტვ პირველი
  • კახეთში, მცხეთასა და თბილისში დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სესBM.GE
  • ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებსფორმულა
  • ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვსნეტგაზეთი
პროცესი →სასამართლოს →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ზღვარს ხშირად გადადიან - ნიკოლოზ სამხარაძე

ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ზღვარს ხშირად გადადიან - ნიკოლოზ სამხარაძე

რუსთავი 2

ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებაში, ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა - ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე

ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებაში, ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა - ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე

რუსთავი 2

ქართველი მოდელის წარმატება ლეგენდარულ შოუზე - მატილდა გვარლიანი "ვიქტორია სიქრეტის" პოდიუმზე

ქართველი მოდელის წარმატება ლეგენდარულ შოუზე - მატილდა გვარლიანი "ვიქტორია სიქრეტის" პოდიუმზე

რუსთავი 2

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების რეკორდული ზრდა - ბოლო 9 თვეში, სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების რეკორდული ზრდა - ბოლო 9 თვეში, სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა

რუსთავი 2