მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-ის ენერგეტიკული სექტორის და მისი ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერაში, ჩვენ პროცესის განუყოფელი ნაწილი ვართ - ქვრივიშვილი
EU-ის ენერგეტიკული სექტორის და მისი ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერაში, ჩვენ პროცესის განუყოფელი ნაწილი ვართ - ქვრივიშვილი

EU-ის ენერგეტიკული სექტორის და მისი ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერაში, ჩვენ პროცესის განუყოფელი ნაწილი ვართ - ქვრივიშვილი

BM.GE15 მაისი, 2026, 00:13|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, EU-ის ენერგეტიკული სექტორის და მისი ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერაში, საქართველო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ენერგეტიკის მინისტრების პანელზე ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებით გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით „Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition.“

„რეგიონული პოზიციების გასამყარებლად საქართველომ წლების წინ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ დაკავშირებადობაში. ჩვენ პროცესის განუყოფელი ნაწილი ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული სექტორისა და მისი ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერაში. ამჟამად ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ეროვნული ენერგეტიკული სექტორის განვითარებაა, სადაც ყველაზე დიდ აქცენტს ინფრასტრუქტურის შექმნაზე, განახლებასა და მშენებლობაზე ვაკეთებთ. ეს გულისხმობს გამართულ ელექტროგადამცემ ქსელებსა და ხაზებს როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე მეზობელ ქვეყნებთან დასაკავშირებლად“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ჭარბი ენერგიის არსებობის შემთხვევაში, რაც სწორედ მიმდინარე პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში ხორციელდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებულ სიმძლავრეებს, მათ შორის, 700 მგვტ-ს საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის, 100 მგვტ-ს სომხეთისთვის და 700 მგვტ-ს აზერბაიჯანისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და რეგიონული ენერგეტიკული ტრანზიტის ჯაჭვის სასიცოცხლო ნაწილს წარმოადგენს, რომელიც კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. „სწორედ საქართველოზე გადის არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, აღსანიშნავია სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტები“ - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის გავლით ტრანზიტის მოცულობები სტაბილურად იზრდება, მაგალითად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21.4 მილიარდ კუბურ მეტრს, 2024 წელს - 22.8 მილიარდს, ხოლო 2025 წელს 22.9 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მათ შორის, დაახლოებით 12 მილიარდი კუბური მეტრი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეწოდება. საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობაზე საუბრისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის წლიური ტრანსპორტირების მოცულობა 60 მილიონ ტონამდე გაიზარდა, როცა ბოლო წლებში მისი ფაქტობრივი გამტარუნარიანობა წელიწადში, საშუალოდ, დაახლოებით 30 მილიონ ტონას შეადგენდა. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ბაქო-სუფსის მილსადენის სტრატეგიულ და კომერციულ პოტენციალს, რომლის ეფექტური წლიური ტრანსპორტირების მოცულობა დაახლოებით 5-5,5 მილიონ ტონას შეადგენს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროკავშირის ბაზართან დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ფლაგმანური პროექტის განხორციელება, რომელსაც ევროკავშირმა PMI სტატუსი მიანიჭა.

„საქართველომ დაიწყო შავი ზღვის 1300-მეგავატიანი წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს უკვე მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ასევე ვართ მწვანე ენერგიის დერეფნის ნაწილი, რომელიც რეგიონული ინიციატივაა და საშუალოდ, 4700 მეგავატის სიმძლავრეს მოიცავს. სწორედ ამ სულისკვეთებითა და 10-წლიანი გეგმით საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც რეგიონული ჰაბი არამხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ ტრანზიტსა და ლოგისტიკაშიც. მთავრობა უზრუნველყოფს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში (გადამცემი ხაზები, ქვესადგურები და ა.შ) მომდევნო 8-10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ენერგეტიკული სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების დელეგატებს შორის იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE