მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-მ მაკედონიას, ალბანეთსა და მონტენეგროს 159 მლნ ევრო გამოუყო
EU-მ მაკედონიას, ალბანეთსა და მონტენეგროს 159 მლნ ევრო გამოუყო

EU-მ მაკედონიას, ალბანეთსა და მონტენეგროს 159 მლნ ევრო გამოუყო

BM.GE20 მაისი, 2026, 22:04|bm.ge

ევროკომისიამ დღეს, რეფორმებისა და ზრდის ფონდის (Reform and Growth Facility) ფარგლებში, ალბანეთს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ჯამში 158.9 მლნ ევრო გამოუყო.

ევროკომისიის ინფორმაციით, დაფინანსება „დასავლეთ ბალკანეთის ზრდის გეგმის“ (Growth Plan for the Western Balkans) ნაწილია, რომელიც ამ ქვეყნებში განხორციელებული რეფორმების საფუძველზე გაიცემა.

გამოყოფილი 158.9 მლნ ევრო ქვეყნებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

• ჩრდილოეთ მაკედონია: 65.7 მლნ ევრო (აქედან 30.6 მლნ ევრო მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში); • ალბანეთი: 49 მლნ ევრო (აქედან 22.8 მლნ ევრო გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი ხმარდება საინვესტიციო პროექტებს); • მონტენეგრო: 44.2 მლნ ევრო (აქედან 20.6 მლნ ევრო პირდაპირ ბიუჯეტში მიემართება).

ამ თანხის გათვალისწინებით, აღნიშნული ფონდიდან ალბანეთისთვის გამოყოფილმა მთლიანმა დაფინანსება 212.8 მლნ ევროს მიაღწია, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის - 142.1 მლნ, ხოლო მონტენეგროსთვის - 89.3 მლნ ევროს. საინვესტიციო პროექტებისთვის განკუთვნილი სახსრები „დასავლეთ ბალკანეთის საინვესტიციო ჩარჩოს“ (WBIF) მეშვეობით განაწილდება და მდგრად ტრანსპორტს, სუფთა ენერგიას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას მოხმარდება.

ევროკომისიის ცნობითვე, „დასავლეთ ბალკანეთის ზრდის გეგმა“, რომელიც 2023 წელს იქნა მიღებული, მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, რეფორმების დაჩქარებასა და გაწევრიანებამდე დაფინანსების გაზრდას. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასა და ევროკავშირში გაფართოების პროცესს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ევროპაში ბუნებრივი აირი გაძვირდა და მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია - გაზის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად, მეგავატსაათზე 97 ევროს გადააჭარბარუსთავი 2
  • „დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფსტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის საჭიროებებისთვის 2.86 მილიარდი ევრო გამოუყოფორმულა
ევრო →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE