მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსუდან ზვიადაძის სოლო გამოფენა „ორეადები“
რუსუდან ზვიადაძის სოლო გამოფენა „ორეადები“

რუსუდან ზვიადაძის სოლო გამოფენა „ორეადები“

BM.GE17 ივნისი, 2026, 13:56|bm.ge

Collect Art Gallery _ში 14 ივნისს გაიხსნა რუსუდან ზვიადაძის სოლო გამოფენა „ორეადები“ , რომელიც ბოლო წლების მხატვრული ექსპერიმენტებისა და ძიებების შედეგია. თანამედროვე ფერწერით დაინტერესებული აუდიტორია იცნობს რუსუდან ზვიადაძის ნამუშევრებს სხვადასხვა ჯგუფური გამოფენებიდან, საერთაშორისო პროექტებიდან. „ორეადები“ კი ბევრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამ მხატვრის სტილისთვის სახასიათო რამდენიმე მოტივი სრულიად განსხვავებული, ახალი მიდგომით იყო დაკავშირებული მთავარ თემასთან.

ანტიკური ალუზიების, კონცეპტუალური პეიზაჟებისა და საოჯახო ფოტოალბომების რეტრო მოტივებზე შექმნილი სერიები დახვეწილი და ემოციური ფერწერული ენით არის გადმოცემული. მისი ფსიქოლოგიური კომპოზიციები ლანდშაფტებისადმი მაღალ მგრძნობელობას ეგზისტენციალურ გამოცდილებას უკავშირებს, პერსონალურ მოგონებებსა და სივრცის განცდას კი ორიგინალურ კომბინაციებად აერთიანებს.

რუსუდან ზვიადაძის მხატვრობა მსუბუქი, დელიკატური ქსოვილების ეფემერულ ტექსტურას ჰგავს. ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟები თანამედროვე სამყაროში მას სიურრეალისტური ალუზიებით შემოჰყავს. მათი აჩრდილისებური თანდასწრება თითქოს საყრდენსა და სიმშვიდის გარანტიას ქმნის ყოველდღიურ წარმავალობაში. ნებისმიერი ახალი თემა სხვადასხვა ფერწერულ ამოცანასთან არის გაიგივებული. პეიზაჟების სერიაში მხატვრული მიზანი მთების განსხვავებული განლაგების, მატერიისა და შეფერილობის გადმოცემაა მოცულობასა და ატმოსფეროს განცდასთან ერთად; რამდენადაც ეს განსხვავებები ერთგვარად პერსონიფიცირებულია და ინდივიდუალურ ხასიათს ავლენს, გამომსახველობა მაგიური რეალიზმის სტილს უახლოვდება. სიმბოლურად, ეს თითქოს მთის ნიმფების მსვლელობაა. განზოგადება და მოუხელთებელი შეგრძნებების ვიზუალიზაცია მთავარ თემად რჩება პორტრეტებისა და მცენარეული დეკორის მოტივებშიც, თითქოს დელიკატესებით განცდილი მოუხელთებელი შთაბეჭდილებების აღწერა ხდება ვიზუალურ მეხსიერებაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენი მამაკაცი სარგებლობს საქართველოში დეკრეტული შვებულებით?

რამდენი მამაკაცი სარგებლობს საქართველოში დეკრეტული შვებულებით?

BM.GE

ახლად შექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 14 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა

ახლად შექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 14 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა

BM.GE

საბანკო სექტორი სტაბილურია - ალექსანდრე ძნელაძე

საბანკო სექტორი სტაბილურია - ალექსანდრე ძნელაძე

BM.GE

მთავრობამ ბათუმში "მაგნოლიას" რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის ₾2.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

მთავრობამ ბათუმში "მაგნოლიას" რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის ₾2.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE