მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გერმანია საკუთარი არმიისთვის უკრაინაში შექმნილ „ბარსის“ რაკეტებს შეიძენს
გერმანია საკუთარი არმიისთვის უკრაინაში შექმნილ „ბარსის“ რაკეტებს შეიძენს

გერმანია საკუთარი არმიისთვის უკრაინაში შექმნილ „ბარსის“ რაკეტებს შეიძენს

ფორმულა|formulanews.ge

გერმანია საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინაში წარმოებული დაბალი ღირებულების კრუიზ-რაკეტების შეძენას გეგმავს. ეს ნაბიჯი კიევსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე მიუთითებს, რადგან ისინი უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების გამოყენებას და ათვისებას აქტიურად ცდილობენ.

გერმანული მხარე უახლოეს კვირებში დაასრულებს შეთანხმებას „ბარსის“ (Bars) რაკეტების საპილოტე პარტიის შეძენაზე, რომლებსაც გამოსაცდელად გამოიყენებს. ეს არის რეაქტიული ძრავით აღჭურვილი შეიარაღება, რომლის მოქმედების მანძილი 1,000 კილომეტრს, ხოლო საბრძოლო ნაწილის წონა 105 კილოგრამს აღწევს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანია უკრაინაში შექმნილ შეტევით იარაღს საკუთარი არმიისთვის ყიდულობს. საწყისი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსალოდნელია ასობით რაკეტისგან შემდგარი მსხვილი შეკვეთა. აღნიშნული გეგმა გერმანიის იმ ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროპული შეკავების ძალების გაძლიერებას და შორი მოქმედების იარაღის არსენალის შევსებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ „ბარსის“ რაკეტები უკრაინაში უკვე წარმატებით გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზებისა და ენერგოობიექტების დასარტყმელად. ექსპერტების შეფასებით, ეს არის ყველაზე მასობრივად წარმოებული და ტექნიკურად დამუშავებული უკრაინული კრუიზ-რაკეტა, რომელზეც ყველაზე მეტი მუშა მონაცემი არსებობს. გარდა ამისა, გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ფარგლებში, უკრაინულ-გერმანული ერთობლივი საწარმოს ბაზაზე ეს რაკეტები უკვე გერმანიაშიც იწარმოება.

უკრაინული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს ნატოს სხვა ევროპული ქვეყნებიც იჩენენ. დანიამ, ესონეთმა და ლატვიამ უკრაინული წარმოების შეიარაღების შეძენის მზაობა უკვე გამოხატეს, ხოლო აშშ-ის არმიამ უკრაინული კომპანია Skyeton-ის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად კონტრაქტი გააფორმა. გერმანიაში კი ეს პროცესი ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას და სტარტაპების პროდუქტების სწრაფად ათვისებას უწყობს ხელს, რაც ქვეყნის 780 მილიარდი ევროს მოცულობის ხელახალი შეიარაღების კამპანიის ნაწილია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 228 სტატია.

  • ნოემბერში აბუ-დაბი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის ემზადება - უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა დიდი გარიგების მოლოდინშირუსთავი 2
  • ილონ მასკი უკრაინას Starlink-ის გამოყენების წესების დარღვევაში ადანაშაულებსტვ პირველი
  • Starlink-ის ალტერნატივის ძიებაში უკრაინა Nokia-სა და ICEYE-სთან პარტნიორობას იწყებსBM.GE
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

ფორმულა

ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა

ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა

ფორმულა

სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

ფორმულა

19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

ფორმულა