მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა
ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა

ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 16:28|bm.ge

ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ უარყო რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სარჩელი მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. სასამართლომ ძალაში დატოვა მილიარდერის აქტივების გაყინვა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ ეს მსგავსი შინაარსის რიგით მესამე სარჩელია, რომელშიც აბრამოვიჩი დამარცხდა.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ევროკავშირის საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, როდესაც 2022 წელს სანქციები გაახანგრძლივა. ზომები, რომლებიც „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილ მფლობელზე იყო დაწესებული, თავდაპირველად 2025 წლის სექტემბრამდე, შემდეგ კი 2026 წლის მარტამდე გაგრძელდა.

სასამართლომ განაცხადა, რომ ბლოკის მიერ სანქციების დაწესებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები იყო ობიექტური, საკმარისად ზუსტი და პროპორციული. ეს კრიტერიუმები რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ გავლენიან ბიზნესმენებს, განსაკუთრებით კი იმ სექტორებში მოღვაწე პირებს ეხება, რომლებიც რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან შემოსავლებს უზრუნველყოფენ.

აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მთავრობა ცდილობს „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენების უზრუნველყოფას. 2.5 მილიარდი ფუნტი გაყინულია საბანკო ანგარიშზე 2022 წლიდან , როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან აბრამოვიჩის კავშირების გამო მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

აბრამოვიჩი რუსეთის, ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეა. ის „ევრაზის“ (Evraz), რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფოლადისა და სამთო-მოპოვებითი ჯგუფის, საკონტროლო პაკეტის მფლობელია. ასევე აქვს წილები „ნორილსკ ნიკელში“ (Norilsk Nickel), რომელიც პალადიუმისა და გადამუშავებული ნიკელის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 165 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

BM.GE

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

BM.GE

გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი

გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი

BM.GE

"ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?

"ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?

BM.GE