მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროკავშირის წევრების რაოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს" - ფინეთის პრეზიდენტი
"ევროკავშირის წევრების რაოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს" - ფინეთის პრეზიდენტი

"ევროკავშირის წევრების რაოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს" - ფინეთის პრეზიდენტი

BM.GE5 ივნისი, 2026, 02:50|bm.ge

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს. მისი თქმით, ეს იდეა გლობალურ ასპარეზზე ევროპული გაერთიანების გავლენებს გააძლიერებს.

ლიდერმა პოტენციურ კანდიდატებს შორის კანადა, თურქეთი, ნორვეგია და ისლანდია, ასევე ყოფილი წევრი, დიდი ბრიტანეთი დაასახელა. მისი განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ქმედებებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სხვადასხვა ქვეყნისთვის გაერთიანებაში გაწევრიანების საკითხი აქტუალური გახდა. ფინეთის ლიდერის შეფასებით, თანამედროვე ეპოქაში გეოპოლიტიკური ძალაუფლება პირდაპირ დაუკავშირდა მასშტაბებს ამიტომ საჭიროა, ევროკავშირმა გეოგრაფიული თვალსაზრისით ფართოდ იაზროვნოს.

ცნობისთვის, ამჟამად ევროკავშირი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ გაფართოების პროცესს ახორციელებს. ამ პროცესის ფარგლებში გაერთიანებაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს 9 ქვეყანა ფლობს. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონიდან ლიდერ პოზიციებს მონტენეგრო და ალბანეთი იკავებენ. ამასთან, ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებასთან ახლოს იმყოფებიან უკრაინა და მოლდოვა. სტუბი აღნიშნავს, რომ გაფართოების შესაძლებლობის ფანჯარა საკმაოდ მოკლეა, რადგან უკრაინის ომის დასრულების შემთხვევაში ქვეყნებმა შესაძლოა აქტივობა შეამცირონ, შესაბამისად, ის ევროპელ ლიდერებს ურჩევს, ხელი შეუწყონ დაინტერესებულ ქვეყნებს.

სიტყვით გამოსვლისას ფინეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება "დასავლეთ ფლანგზე" გაამახვილა. მისი აზრით, გაერთიანებამ მაქსიმალურად უნდა დაიახლოვოს დიდი ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირიდან 2020 წელს გავიდა. ლიდერმა კიდევ ერთ პერსპექტიულ ალტერნატივად კანადა დაასახელა.

ცნობისთვის, ევროკავშირი ამჟამად 27 სახელმწიფოს აერთიანებს. ორგანიზაციის ბოლო გაფართოების ფარგლებში გაერთიანების წევრი ხორვატია გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანაიმედი
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE