მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკომისიამ ჭკვიანი სათვალეებისთვის ბატარეის შეცვლის წესი შეამსუბუქა
ევროკომისიამ ჭკვიანი სათვალეებისთვის ბატარეის შეცვლის წესი შეამსუბუქა

ევროკომისიამ ჭკვიანი სათვალეებისთვის ბატარეის შეცვლის წესი შეამსუბუქა

BM.GE16 ივლისი, 2026, 00:49|bm.ge

ევროკომისიამ ჭკვიანი სათვალეებისა და სხვა პორტატიული მოწყობილობებისთვის ბატარეის სავალდებულო მოხსნის წესი გააუქმა. როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Meta იხეირებს, რადგან სწორედ მისი ჭკვიანი სათვალეების გაყიდვებს აფერხებდა აქამდე არსებული შეზღუდვა.

საყურადღებოა, რომ ბრიუსელის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს წინ აშშ-ის მხრიდან განხორციელებული წნეხი უძღოდა. თეთრი სახლის ადმინისტრაცია მკაცრად მოითხოვდა, რომ ევროპულ მხარეს ამერიკული კომპანიებისთვის დამატებითი პრობლემები არ შეექმნა.

ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა, ენდრიუ პუზდერმა საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ მარტის თვეში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა, როცა მან ბრიუსელს Meta-ს ინტერესების გათვალისწინება მოსთხოვა. დიპლომატმა ევროპულ რეგულაციებს ზედმეტად შემზღუდავი უწოდა. მისი განცხადებით, ეს წესები ერთობლივად შემუშავებული პროდუქციის გაყიდვას ხელს უშლიდა.

საბოლოოდ, ევროკომისიამ წარადგინა ისეთი სპეციალური საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არამარტო Meta-ს სათვალეებს, არამედ ჭკვიან საათებს, ე.წ. ფიტნეს-ტრეკერებსა და ელექტრო სათამაშოებს ბატარეებსაც შეეხებოდა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებას ეს გადაწყვეტილება წნეხის გამო არ მიიუღია. სპიკერის განმარტებით, ეს ნაბიჯი მომხმარებელთა ასოციაციებთან და წევრ ქვეყნებთან ფართო კონსულტაციების შედეგად მიიღეს. უწყების განმარტებით, ცვლილება მიზნად არა კონკრეტული პროდუქტის ლობირებას, არამედ უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილებას ისახავს.

ცნობისთვის, Meta-მ Ray-Ban-ის ბრენდის პირველი ჭკვიანი სათვალე ევროპაში ჯერ კიდევ 2021 წელს წარადგინა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Stripe-ი და Advent-ი PayPal-ის შესყიდვას $53 მილიარდად გეგმავენ

Stripe-ი და Advent-ი PayPal-ის შესყიდვას $53 მილიარდად გეგმავენ

BM.GE

JPMorgan-მა რეკორდული მოგება მიიღო

JPMorgan-მა რეკორდული მოგება მიიღო

BM.GE

როგორია ASML-ის ფინანსური შედეგები?

როგორია ASML-ის ფინანსური შედეგები?

BM.GE

რაზე მეტყველებს ბიზნესში მოთხოვნის სიმცირის პრობლემის გამწვავება? - გიორგი ხიშტოვანის შეფასება

რაზე მეტყველებს ბიზნესში მოთხოვნის სიმცირის პრობლემის გამწვავება? - გიორგი ხიშტოვანის შეფასება

BM.GE