მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

BM.GE6 მაისი, 2026, 00:12|bm.ge

ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო წერს, რომ ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს. "ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოზე" ასე ჰქვია დოკუმენტს. პროექტის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე იყო.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ანგარიში ფოკუსირებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მდგომარეობაზე. 2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია "დე ფაქტო" შეჩერებულია, როგორც ევროკავშირში აცხადებენ, იმ პოლიტიკის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

Bm.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 5 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის თაობაზე, რომლის ავტორია საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას, რითაც ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც აისახება საზოგადოების განწყობებში და პოლიტიკური წრეების სამართლიან პროტესტში.შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს.ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას.მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა, რაც წარმოადგენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და იწვევს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სამართლიან შეშფოთებას.მიუღებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გეოპოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ისეთი წინაპირობების დაყენების მცდელობები, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონში ესკალაციის დამატებითი რისკების შექმნას.ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს.საქართველო, როგორც ევროკავშირის პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე, ნდობაზე და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას", - ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • გერმანიის საგარეო: ოპოზიციის აკრძალვით საქართველო ევროპას საბოლოოდ შორდებაფორმულა
  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE