მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

BM.GE5 მაისი, 2026, 16:20|bm.ge

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს. "ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოზე" ასე ჰქვია დოკუმენტს. პროექტის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე იყო.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ანგარიში ფოკუსირებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მდგომარეობაზე. 2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია "დე ფაქტო" შეჩერებულია, როგორც ევროკავშირში აცხადებენ, იმ პოლიტიკის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

"ჩანს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი და სრულიად განსხვავებული შეხედულებების მქონე პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები დაერწმუნებინა იმაში, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს აღარ აკმაყოფილებს.

ვფიქრობ, ყველა პროევროპელი ქართველი მოხარულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება იმის გამო, რომ თბილისი ამ პროცესებს მიღმაა. მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის", - განაცხადა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • გერმანიის საგარეო: ოპოზიციის აკრძალვით საქართველო ევროპას საბოლოოდ შორდებაფორმულა
  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →ანგარიში →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE