მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის რომელ ქვეყანაში ჯდება ბინის მოკლევადიანი ქირაობა ყველაზე იაფი/ძვირი? - 2026
ევროპის რომელ ქვეყანაში ჯდება ბინის მოკლევადიანი ქირაობა ყველაზე იაფი/ძვირი? - 2026

ევროპის რომელ ქვეყანაში ჯდება ბინის მოკლევადიანი ქირაობა ყველაზე იაფი/ძვირი? - 2026

BM.GE14 ივნისი, 2026, 13:21|bm.ge

ევროპა მორიგი დატვირთული ტურისტული სეზონისთვის ემზადება, მოკლევადიანი გაქირავების უახლესი მონაცემები კი კონტინენტზე არსებულ რადიკალურ სხვაობებს აჩვენებს: ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში ერთი ღამით ქირის ღირებულება 40 ევროზე ნაკლებია, მაშინ როცა ევროპის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე ფასი 200 ევროს საგრძნობლად აღემატება.

კვლევამ 2026 წელს ევროპაში მოკლევადიანი გაჩერებისთვის ყველაზე იაფი და ძვირად ღირებული ადგილები გამოავლინა, რაც ნათლად ასახავს, თუ სად არის შესაძლებელი წელს ბიუჯეტური დასვენება და სად იწვევს მოთხოვნა და პოპულარობა ფასების გაძვირებას.

მოკლევადიანი გაქირავების მონაცემებისა და ანალიტიკის პლატფორმამ, AirDNA-მ შეისწავლა საშუალო დღიური ტარიფები (ADR) - ანუ განთავსების დღიური ღირებულება - ასევე დატვირთულობის და ევროპის მასშტაბით გაჩერების ხანგრძლივობის ტენდენციები.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით კომპანიამ 2026 წლისთვის ევროპის ყველაზე ხელმისაწვდომი და ძვირად ღირებული მოკლევადიანი გაქირავების ბაზრები გამოავლინა.

ყველაზე იაფი მიმართულებები ევროპაში

აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი თავისი ხელმისაწვდომობითაა ცნობილი და AirDNA-ს კვლევა ამას ადასტურებს. აქაური ქვეყნები უნიკალურ კულტურულ გამოცდილებას, გამორჩეულ ბუნებას და დასავლეთ ევროპის მსგავსად მდიდარ ისტორიას, გაცილებით იაფად გვთავაზობენ.

ჩრდილოეთ მაკედონია

მონაცემები აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ევროპაში დასასვენებლად ბინების დასაქირავებლად ყველაზე იაფი ქვეყანაა - აქ საშუალო დღიური ტარიფი (ADR) მხოლოდ 39.81 ევროა.

აქ ვიზიტი ხშირად ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილებაა - მოგზაურები საცხოვრებელს საშუალოდ 13 დღით ადრე ჯავშნიან.

ტურისტები აქ საშუალოდ 4.4 ღამით რჩებიან და ძირითადად უპირატესობას დედაქალაქ სკოპიესა და ოჰრიდის ტბას ანიჭებენ, რომელიც ტრადიციულ ევროპულ ტბისპირა დასვენებას კონტინენტის ძვირად ღირებულ ნაწილებთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად გთავაზობთ.

კოსოვო

ნაკლებად მონახულებად კოსოვოშიც დაბალი ADR ფიქსირდება - 41.63 ევრო.

ეს ბალკანური ქვეყანა ევროპაში იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ჯავშნები ყველაზე გვიან კეთდება. მედიანური მოლოდინის დრო (დაჯავშნასა და ჩასვლას შორის შუალედი) მხოლოდ 7 დღეა, რაც ევროპაში ყველაზე მოკლე დროა.

მოგზაურები აქ საშუალოდ 4.9 ღამეს ატარებენ და კოსოვოს უფრო ხშირად რეგიონული ტურის ფარგლებში სტუმრობენ, ვიდრე დამოუკიდებელ მიმართულებად.

მოლდოვა

მოლდოვის ADR 45.49 ევროა და ამ სიაში მოკლევადიანი დატვირთულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის, როგორც ტურისტული მიმართულება, სულ უფრო პოპულარული ხდება.

ვიზიტორები ძირითადად დედაქალაქ კიშინიოვს ირჩევენ და საშუალოდ 5.4 ღამით რჩებიან, რაც ევროპაში ხანგრძლივობით მეორე მაჩვენებელია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტურისტები აქ "ნელი მოგზაურობის" ტემპს ამჯობინებენ.

სერბეთი

ბელგრადი ყველაზე პოპულარული ადგილია სერბეთში - ქვეყანაში, რომლის საშუალო ADR 51.17 ევროს შეადგენს.

დედაქალაქის პოპულარობის მიუხედავად, ქვეყნის დანარჩენი ნაწილიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

ვიზიტორები აქ საშუალოდ 4.5 ღამეს ატარებენ და ასევე სტუმრობენ სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადს, შუმადიის ღვინის რეგიონებსა და ბუნებრივ პარკებს მდინარე დრინას გასწვრივ.

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნების სიას ბოსნია და ჰერცეგოვინა ასრულებს, სადაც საშუალო ADR 56.33 ევროა.

დედაქალაქი სარაევო ყველაზე მეტ ტურისტს იზიდავს, რომლებიც ქვეყანაში საშუალოდ 3.8 ღამით რჩებიან.

ისინი ასევე სტუმრობენ ულამაზეს მოსტარს - რომელიც ხორვატიის საზღვრიდან ძალიან ახლოსაა - და ჰერცეგოვინას სოფლებს.

ყველაზე ძვირად ღირებული მიმართულებები

მონაკო

მილიარდერების სამშობლოდ ცნობილი მონაკო, გასაკვირი არ არის, რომ ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული მიმართულებების სიას ლიდერობს.

მართალია, AirDNA ფრანგული რივიერის ამ გლამურული ადგილის ზუსტ ADR-ს არ ასაჯაროებს, მაგრამ ვიზიტორებს ურჩევს, ჯავშანი წინასწარ, დიდი ხნით ადრე გააკეთონ (საშუალო მოლოდინის დრო 63 დღეა).

საშუალო ხანგრძლივობა 3.8 ღამეა, ხოლო მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია დიდ ღონისძიებებზე, როგორიცაა ფორმულა 1-ის გლამურული მონაკოს გრან-პრი.

ისლანდია

ისლანდიის ბუნებრივი სილამაზე მას თავგადასავლების მაძიებელი მოგზაურებისთვის მიმზიდველ მიმართულებად აქცევს, რის გამოც იქ სტუმრობა იაფი არ არის.

დედაქალაქ რეიკიავიკის ADR 209.90 ევროა და ქვეყნის, როგორც მთელი წლის განმავლობაში აქტიური ტურისტული მიმართულების სტატუსს ასახავს.

ისლანდიაში ვიზიტი დიდ დაგეგმვას მოითხოვს და მედიანური მოლოდინის დრო (დაჯავშნასა და ჩასვლას შორის) 73 დღეა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ანდორა

ანდორა ზამთარში მოთხილამურეებს იზიდავს, ზაფხულში კი მოლაშქრეებს - და ცნობილია თავისი სიძვირით.

მისი ADR 188.57 ევროა და მოგზაურები აქ საშუალოდ 3.9 დღით რჩებიან.

AirDNA-ს ექსპერტები ამბობენ, რომ მოგზაურებმა, რომლებიც უკეთეს ფასებს ეძებენ, მთავარი საკურორტო ზონების მიღმა უნდა მოძებნონ საცხოვრებელი, სადაც ტარიფები შედარებით დაბალია და სათხილამურო ტრასებთან წვდომაც არ რთულდება.

შვეიცარია

შვეიცარია ცნობილია, როგორც ფუფუნების ქვეყანა და მოკლევადიანი განთავსების ფასებიც სწორედ ამას მოწმობს.

ალპურ სახელმწიფოში საშუალო ADR 184.26 ევროა, მოგზაურები საშუალოდ 4.6 ღამით რჩებიან და მედიანური მოლოდინის დრო 36 დღეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მოგზაურობა წინასწარ დაგეგმვას მოითხოვს.

გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთი ევროპაში - და მთელ მსოფლიოში - ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი მიმართულებაა, რაც განთავსების ობიექტებში ძვირად ღირებულ ფასებზეც ისახება.

აქ მოკლევადიანი გაქირავების ADR 175.79 ევროა, მაგრამ ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი იქ არ არის, სადაც მოელით.

მართალია, ლონდონის ADR 186.76 ევროა, მაგრამ სოფლად მდებარე საფოლკი (238.79 ევრო) და გლოსტერის/ჩელტენჰემის (226.63 ევრო) რეგიონები ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია, რომლებსაც ედინბურგი 225.42 ევროს ADR-ით მოსდევს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ნარჩენით შეიძლება შევქმნათ დამატებითი ღირებულების პროდუქცია" - "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" ნარჩენების მიმღები ავტომატი შექმნა

"ნარჩენით შეიძლება შევქმნათ დამატებითი ღირებულების პროდუქცია" - "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" ნარჩენების მიმღები ავტომატი შექმნა

BM.GE

ნეაპოლიტანური პიცერია "ნაპოლი" შემოდგომაზე ექსპრეს ფილიალის გახსნას გეგმავს|დეტალები

ნეაპოლიტანური პიცერია "ნაპოლი" შემოდგომაზე ექსპრეს ფილიალის გახსნას გეგმავს|დეტალები

BM.GE

ჭავჭავაძეზე მაღაზიების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

ჭავჭავაძეზე მაღაზიების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

BM.GE

"ღვინოზე ე.წ. „ნიშანდების გადასახადი“ ხელოვნურად შემოღებულია. არავითარი საჭიროება არ არსებობს" - ვასილ მანაგაძე

"ღვინოზე ე.წ. „ნიშანდების გადასახადი“ ხელოვნურად შემოღებულია. არავითარი საჭიროება არ არსებობს" - ვასილ მანაგაძე

BM.GE