მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ევროპის უნივერსიტეტი“ კვლევით პროექტს – პრეისტორიული ქვის იარაღის შესწავლასა და რეპლიკაციას იწყებს
„ევროპის უნივერსიტეტი“ კვლევით პროექტს – პრეისტორიული ქვის იარაღის შესწავლასა და რეპლიკაციას იწყებს

„ევროპის უნივერსიტეტი“ კვლევით პროექტს – პრეისტორიული ქვის იარაღის შესწავლასა და რეპლიკაციას იწყებს

BM.GE8 ივნისი, 2026, 14:47|bm.ge

15-25 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები უნიკალურ კვლევით პროექტს – პრეისტორიული ქვის იარაღის ექსპერიმენტულ-ფუნქციონალურ შესწავლასა და რეპლიკაციას იწყებენ.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს პრეისტორიული ქვის იარაღის რეალური დანიშნულების, გამოყენების ინტენსივობისა და სამუშაო პროცესში მისი ცვეთის დინამიკის მეცნიერულად შესწავლას.

"კვლევა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას და აერთიანებს ტიპოლოგიურ, ფუნქციონალურ (ტრასოლოგიურ / use-wear) და ექსპერიმენტული არქეოლოგიის მეთოდებს.

საქართველოში ქვის იარაღის კვლევა დღემდე ძირითადად ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას ეფუძნება, რაც სრულყოფილად ვერ ასახავს მათ ფუნქციურ დანიშნულებას. სწორედ ამიტომ პროექტი ქვის იარაღის – საჭრისების, ხერხების, საფხეკების, სახვრეტებისა და დანების ექსპერიმენტულ რეპლიკაციას და მათ გამოცდას სხვადასხვა მასალაზე (ხე, ტყავი, ძვალი, ხორცი, რქა) ითვალისწინებს.

ექსპერიმენტის ფარგლებში შექმნილი ქვის იარაღის მოდელები ეტაპობრივად გამოიცდება პრაქტიკულ სამუშაოებში, მათ შორის ხის გახერხვაში, ტყავის გაფხეკაში, ხორცის დაჭრასა და ძვლის დამუშავებაში. თითოეული პროცესი დეტალურად დაფიქსირდება ბინოკულარული და ციფრული მიკროსკოპიის, ასევე ფოტო და ვიდეოდოკუმენტაციის გამოყენებით.

პროექტი მოიცავს საინფორმაციო ლექციებს სტუდენტებისთვის, საველე ექსპერიმენტულ სამუშაოებს, იარაღის რეპლიკაციის პროცესს, გამოყენების ეტაპობრივ ტესტირებასა და მიღებული მონაცემების სისტემატიზაციას. საბოლოოდ შეიქმნება ქვის იარაღის გამოყენების კვალის (use-wear) მონაცემთა ბაზა და ექსპერიმენტული დღიური, რომელიც ორენოვანი ფორმატით ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო საზოგადოებისთვის", - აცხადებენ "ევროპის უნივერსიტეტში".

მათივე განმარტებით, პროექტის შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პრეისტორიული არქეოლოგიის განვითარებაში და საქართველოში პირველ სისტემურ ექსპერიმენტულ ბაზას შექმნის ქვის იარაღის ფუნქციისა და გამოყენების შესასწავლად, რაც ხელს შეუწყობს დარგში ახალი მეთოდოლოგიური პრაქტიკის დანერგვას.

უნივერისტეტის ინფორმაციით, პროექტში ჩართული არიან “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და არქეოლოგიის დოქტორი, „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი სპეციალისტი ანა თეთრუაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართებაიმედი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE