მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

BM.GE15 მაისი, 2026, 22:31|bm.ge

მოლდოვაში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, სსაგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს, რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს პროგრესი და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველოს როლს და პერსპექტივებს დაკავშირებადობის კონტექსტში. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტერიალის ფარგლებში ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დინამიკაზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →საგარეო →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE