მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფაფრის მინდვრებზე", სამი მიკროზონის კვეთის ადგილას ვენახები იჩეხება და ხეხილი შენდება - მეღვინე
"ფაფრის მინდვრებზე", სამი მიკროზონის კვეთის ადგილას ვენახები იჩეხება და ხეხილი შენდება - მეღვინე

"ფაფრის მინდვრებზე", სამი მიკროზონის კვეთის ადგილას ვენახები იჩეხება და ხეხილი შენდება - მეღვინე

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 04:00|bm.ge

მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებლის შალვა ქურდაძის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ფაფრის მინდვრების ტერიტორიაზე, სადაც უნიკალური მიკროზონები: „ახაშენი“, „მუკუზანი“ და „გურჯაანი“ იკვეთება, ადგილობრივი მევენახეები ვაზს ჩეხავენ და მის ადგილას ატმისა და ჭერმის ბაღებს აშენებენ.

"საქმის კურსთან" მევენახეობა-მეღვინეობის დარგზე საუბრისას მეღვინე ამ ფაქტს სექტორში არსებული მძიმე პრობლემების მკაფიო ინდიკატორად აფასებს.

„დაახლოებით 22 ვენახია გაჩეხილი ამ უნიკალურ ტერიტორიაზე. ახაშენი, მუკუზანი და გურჯაანი იკვეთება ამ მცირე სივრცეში, ფაფრის მინდვრებზე. ასეთი ადგილი საქართველოში მეორე არ არსებობს. ამ პატარა ტერიტორიიდან ადამიანს სამი ადგილწარმოშობის ღვინის გაკეთება შეუძლია და რა ხდება ბოლო დროს - მევენახეები თუ ფერმერები ჩეხავენ ვენახებს და ატამს თუ ჭერამს აშენებს. ათეულობით ჰექტარზეა საუბარი. ეს ყველაზე კარგად აჩვენებს, რაც ხდება დღეს მეღვინეობასა და მევენახეობაში. გამოისეირნონ ჩინოვნიკებმა და დაითვალონ ეს ნაკვეთები, სად იყო ვაზი და სად გაშენდა ხეხილი. ფაქტობრივად, ნადგურდება დარგი“, - აცხადებს ქურდაძე.

მეღვინე მიიჩნევს, რომ დარგში მნიშვნელოვანი გამოწვევებია მოსაგვარებელი და სააგენტოს მხრიდან ისეთი ნაბიჯები, როგორიც მაგალითად, ღვინის ნიშანდებაა, არსებით პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა, რომელიც 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ნიშანდების საფასური ოფიციალურად დადგენილი ამ დრომდე არაა და როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, წესის ამოქმედებამდე განისაზღვრება. ცნობილია, რომ ნიშანდების სავარაუდო ღირებულება 10 თეთრი იქნება ერთ ბოთლზე. ამასთან, ნიშანდება მცირე ზომის მარნის სტატუსის მქონე ღვინის კომპანიებსაც შეეხებათ, მაგრამ სექტორის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ მათთვის ნიშანდების საფასური, სავარაუდოდ, 10 თეთრზე ნაკლები იქნება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE