მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფასების კომისია“ FMCG ბაზარზე ახალი რეგულაციების შემოღებას და გადასახადების ნაწილის გაუქმებას უჭერს მხარს
„ფასების კომისია“ FMCG ბაზარზე ახალი რეგულაციების შემოღებას და გადასახადების ნაწილის გაუქმებას უჭერს მხარს

„ფასების კომისია“ FMCG ბაზარზე ახალი რეგულაციების შემოღებას და გადასახადების ნაწილის გაუქმებას უჭერს მხარს

BM.GE1 მაისი, 2026, 14:11|bm.ge

სამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის რეგულირების შესახებ კანონპროექტის მიღება იგეგმება, რომელიც სურსათის ბაზარზე არსებული სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად - ამის შესახებ კომისიის დასრულების შემდეგ შოთა ბერეკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა ითვალისწინებს როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან ცვლილებებს, მათ შორის მონიტორინგის გაძლიერებას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

„მნიშვნელოვანია ევროკავშირის მსგავსი არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის რეგულაციების დანერგვა, თუმცა ეს ქართულ ბაზარს უნდა მოერგოს. პირდაპირ კოპირება არ შეიძლება.

გადახდის ვადების პრობლემა ერთ დღეში ვერ მოგვარდება. ამას შეიძლება ბაზრის შოკი გამოიწვიოს და ფასები პირიქით გაიზარდოს. ამიტომ საჭიროა ეტაპობრივი განხორციელება, დაახლოებით 6-9 თვეში.

ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და გაციფრულება, რომ სექტორი თანამედროვე და ეფექტური გახდეს. ეს საბოლოოდ მომხმარებელზეც აისახება.

გრძელვადიანად მთავარი პრობლემაა გრძელი მიწოდების ჯაჭვი, რაც ზრდის ფასს. საჭიროა მისი შემცირება და ლოგისტიკის ცენტრალიზაცია. ამიტომ რეკომენდებულია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

ეს განსაკუთრებით დაეხმარება მცირე მეწარმეებს, რომ პროდუქტი მარტივად გაყიდონ, დამატებითი მარკეტინგის ან ქსელში შესვლის ხარჯის გარეშე.

ასევე საჭიროა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა. მეტი გადამზადება და კაპიტალზე წვდომა. მცირე და საშუალო ბიზნესს ხშირად არ ჰყოფნის რესურსი განვითარებისთვის, ამიტომ საჭიროა სპეციალური პროგრამები.

მნიშვნელოვანია ასევე კერძო ეტიკეტის განვითარება, ევროპაში მისი წილი 50%-ია, საქართველოში დაახლოებით 10%. ეს ამცირებს ფასს დაახლოებით 25%-ით.

მოკლევადიანი ჩარევები უნდა იყოს ძალიან მიზნობრივი. ზოგ ქვეყანაში აგრესიულმა ჩარევამ ცუდი შედეგი გამოიღო. ეს რეკომენდაციები გადაეცემა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ გეგმას", - განაცხადა „ფასების კომისიის“ თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის ფარგლებში დეტალურად განიხილება არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკების აღმოფხვრაც, მათ შორის სხვადასხვა დამატებითი გადასახადების რეგულირება.

„ეს საკითხები დეტალურად განიხილება კანონპროექტის დონეზე. მაგალითად, ისეთი გადასახადები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს, უნდა გაუქმდეს, თუმცა მარკეტინგული ხარჯები ბიზნესის ნაწილია და ეს სხვა თემაა.

განსაკუთრებული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ მცირე და საშუალო მწარმოებლებს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი

გამოკითხული კომპანიების 34% ელის II კვარტალში დასაქმებულთა ზრდას - BAG ინდექსი

BM.GE

"სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტია" - დავით სონღულაშვილი

"სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტია" - დავით სონღულაშვილი

BM.GE

აშშ-მა ჩერნობილის დამცავი თაღის აღსადგენად $100 მილიონი გამოყო

აშშ-მა ჩერნობილის დამცავი თაღის აღსადგენად $100 მილიონი გამოყო

BM.GE

"ყველა ვთანხმდებით, რომ ვაჭრობის სფეროს სჭირდება რეგულაცია" - ილია ინჯია

"ყველა ვთანხმდებით, რომ ვაჭრობის სფეროს სჭირდება რეგულაცია" - ილია ინჯია

BM.GE